24.აპრილი .2020 15:00

რომელი ბიზნესსუბიექტები ამოქმედდებიან ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპზე - გახარია

views 973
უკან

საქართველოს პრემეირის განცხადებით, ეკონომიკის გახსნა მომავალი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება და ეტაპებს შორის 2 კვირიანი პერიოდი იქნება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მოხდება.

ეკონომიკური გახსნის პირველ ფაზაში, ანუ 27 აპრილიდან ავტომობილებით გადაადგილება დასაშვებია, ღია აგრარული ბაზრები იხსნება. 

მეორე ეტაპზე შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ბიზნესსუბიექტების ამუშავება. 

„ეკონომიკის გახსნის მეორე ეტაპი, სავარაუდოდ იქნება პირველი ეტაპის გახსნიდან 2 კვირის შემდგომ, თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით.

ეს იქნება:

- მშენებლობა;
- მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სამშენებლო მასალების წარმოება;
- ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად;
- კომპიუტერების პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
- სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

ეს არის მეორე ეტაპი და თქვენ შეამჩნევთ რომ პირველი, მეორე, მესამე ეტაპი ეს ის ძირითადი საქმიანობებია, რომელთა საქმიანობა ღია სივრცესთან არის დაკავშირებული, სრულად არა, მაგრამ ძირითადად დაკავშირებული“, - განაცხადა გახარიამ.