მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ბრენდების სმარტფონებია საქართველოში ყველაზე გავრცელებული - რეიტინგი

60b5ece4cf342
შოთა ტყეშელაშვილი
02.06.21 00:30
4513
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 5.1 მილიონი აქტიური ნომერია (სიმ ბარათი), უშუალოდ მობილური ტელეფონების რაოდენობა კი ამაზე ნაკლებია, რადგან ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.48 ნომერი მოდის. კომუნიკაციების კომისიამ დათვალა ამ ტელეფონების განაწილება მწარმოებლების მიხედვით. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ბაზრის ყველაზე დიდი, 39.31%-იანი წილი,  კორეულ გიგანტ Samsung-ს უჭირავს. ოპერაციული სისტემების მიხედვით კი პირველ ადგილზე Android-ის პლატფორმაა, რომელზეც ბაზრის 3/4 მოდის.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, საქართველოში არსებული მობილური ტელეფონების განაწილება მწარმოებლის მიხედვით:

1. Samsung - ბაზრის 39.31%;



2. Apple - ბაზრის 13.70%;



3. Huawei - ბაზრის 8.81%;



4. Nokia/Microsoft - ბაზრის 7.04%;



5. Lenovo - ბაზრის 1.34%;



6. LG - ბაზრის 0.68%;



7. Sony/Ericsson - ბაზრის 0.51%;



8. TCT - ბაზრის 0.44%;



9. HTC - ბაზრის 0.27%;



10. ZTE - ბაზრის 0.26%



11. სხვა - ბაზრის 27.67%


კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში არ არის წარმოდგენილი თუ რა საბაზრო წილი აქვთ კომპანიებს Xiaomi-ს, OnePlus-ს, Realme-ს, Oppo-ს, Motorola-ს და სხვა ბრენდებს.