მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი დარგები იზიდავთ ჩინელ ინვესტორებს საქართველოში? - TOP-10 ინვესტორი

6016940b33501
თელარა გელანტია
31.01.21 15:44
3839
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. სამი წლის თავზე ჩვენი ქვეყნის მთავარი საექსპორტო ბაზრის სტატუსი აზერბაიჯანმა დაკარგა და ეს პოზიცია 2020 წელს ჩინეთმა დაიკავა. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად პანდემიისა, როცა ვირუსმა მათ შორის მიწოდების ჯაჭვებიც სერიოზულად არია, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 113%-ით $476 მილიონამდე გაიზარდა. საქსტატის თანახმად, ჩინეთში ექსპორტის ზრდა სპილენძის მადნებს უკავშირდება, რისი ექსპორტიც შარშან გაორმაგდა.

Bm.ge დაინტერესდა, როგორ აისახა რიცხვებში ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინურ ინვესტიციებზე საქართველოში და ძირითადად, რომელ სექტორებში დებენ ფულს ჩინელები. საქსტატიდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში ჩინური ინვესტიციები იდება მშენებლობაში, უძრავ ქონებაში, დამამუშავებელ მრეწველობაში საფინანსო სექტორში და ა.შ.



რაც შეეხება ჩინეთიდან FDI-ს მოცულობას, ბოლო 5 წელიწადში ყველაზე მეტი ინვესტიცია 2018-ში ჩაიდო. 2020 წლის სამ კვარტალში კი, მხოლოდ 3 მლნ დოლარის FDI შემოვიდა.



TOP 10 ინვესტორი კომპანია ჩინეთიდან (2020 წლის 9 თვე)

1. შპს GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP LTD
2. შპს ელეგანტი
3. შპს ჯი.სი
4. შპს ვ.გ.ჰ. ჯორჯია ინვესთმენთს
5. სს ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფი
6. შპს საქართველო შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია ქუთაისი თიზ
7. შპს გრენროუდ ჯორჯია
8. შპს რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი
9. შპს საქართველო საერთო მომსახურების კომპანია
10. შპს ლაზეთი ტობაკო.

საინტერესოა ისიც, რომ 2017-2019 წლებში მზარდი იყო საქართველოში ახალი ჩინური კომპანიების რეგისტრაცია: 2017 – 125, 2018 – 133, 2019 – 178. გამონაკლისი პანდემიური 2020 წელია, როცა მხოლოდ 52 ჩინური საწარმო დარეგისტრირდა.