მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი დარგებისთვის გაიცემა ყველაზე მეტი სესხი - სებ

5f48fd88382ba
BM.GE
28.08.20 17:40
1702
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2.05 %-ით ანუ 694.04 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის 34.49 მლრდ ლარი შეადგინა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ ივლისის თვეში იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მოცულობამ 16.6 მილიარდ ლარს მიაღწია (ზრდა 1.9 %). მათ შორის ეროვნულ ვალუტაში 0.4%-ით ნაკლები - 4.4 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოურ ვალუტაში 2.8 %-ით მეტი - 12.2 მილიარდი ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, კომერციული ბანკების მიერ დაკრედიტებული დარგების ათეული ასე გადანაწილდა (ნაშთები):

1. მრეწველობა - 4.2 მილიარდი ლარი, ზრდა წინა თვესთან 1.9 %;
2. ვაჭრობა - 3.3 მილიარდი ლარი, ზრდა წინა თვესთან 0.1 %;
3. მშენებლობა - 2.2 მილიარდი ლარი, ზრდა წინა თვესთან 2.7 %;
4. ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები, კომერციული საქმიანობა - 2.0 მილიარდი ლარი, ზრდა წინა თვესთან 2.3 %;
5. სასტუმროები და რესტორნები - 1.8 მილიარდი ლარი, ზრდა წინა თვესთან 5.0 %;
6. ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 668.8 მილიონი ლარი, ზრდა წინა თვესთან 1.6 %;
7. სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, თევზჭერა - 567.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა თვესთან 2.9 %;
8. ფინანსური შუამავლობა - 552.4 მილიონი ლარი, კლება წინა თვესთან 2.9 %;
9. ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 492.1 მილიონი ლარი, ზრდა წინა თვესთან 1.6 %;
10. განათლება - 215.6 მილიონი ლარი, კლება წინა თვესთან 2.8%.

ივლისში სხვა დანარჩენი დარგების დაკრედიტების მოცულობამ 630.2 მილიონ ლარს მიაღწია, რაც გასულ თვესთან შედარებით 5.4 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ გაცემული კრედიტების ძირითადი ნაწილი მრეწველობის (25.5 %), ვაჭრობისა (19.8 %) და მშენებლობის (13.2 %) დარგებზე მოდის.