მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მიიღებენ დიდ სარგებელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატით?

637cb52e85daf
გიორგი თოლორდავა
22.11.22 23:55
904
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ამჟამად FIFA-ს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატია, რომელსაც წელს კატარი მასპინძლობს.

ანალიტიკოსები წელს მაყურებლების რეკორდული რაოდენობის დაინტერესებას პროგნოზირებენ, რაც, პირველ რიგში, კონკურენციის მაღალი დონითა და უჩვეულო ლოკაციითაა განპირობებული.

სავარაუდოდ, ჩემპიონატის მაყურებელთა რაოდენობა რამდენიმე მილიარდს მიაღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირდაპირი სპონსორების გარდა, ზოგიერთი კომპანია უჩვეულოდ მაღალ ყურადღებასა და შემოსავლებს მიიღებს.

Baird & Co-ს ანალიტიკოსების შეფასებით, 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატით უდიდეს სარგებელს კომპანია Electronic Arts მიიღებს, რომელიც FIFA-ს ოფიციალური პარტნიორია და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ვიდეო თამაშების სერიას - FIFA 22/23-ს აწარმოებს. ბუნებრივია, ჩემპიონატის მიმდინარეობის პარალელურად, FIFA-ს თამაშებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი, რაც კომპანია EA-ს შემოსავლებზე და მისი აქციების ფასზეც პოზიტიურად აისახება.

მეორე ძირითად კატეგორიად ანალიტიკოსები ელექტრონული კომერციას ასახელებენ. ტრადიციულად, მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მკვეთრად იზრდება მოთხოვნა სპორტულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, ამით უდიდეს სარგებელს კი ელ. კომერციის საერთაშორისო პლატფორმები, კერძოდ, Amazon-ი, Ebay და Alibaba იღებენ.

გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ საფეხბურთო ჩემპიონატს პოზიტიური გავლენა ექნება Google-ისა და Meta-ს შემოსავლებზეც, რადგან ასეთ დროს მომხმარებლების აქტივობა სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებში იზრდება, რაც ტექნოლოგიურ გიგანტებს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.