მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას?

6012843c6e9ab
შოთა ტყეშელაშვილი
28.01.21 13:44
2465
საქართველოში კერძო კომპანიების უდიდესი ნაწილი ელექტროენერგიას ან “თელასის” ან “ენერგო-პროჯორჯიას” ქსელიდან იღებს. თუმცა, 16 მსხვილ კომპანიას “პირდაპირი მომხმარებლის” სტატუსი აქვს და ისინი ელექტროენერგიას “თელასისა” და “ენერგო პროს” გვერდის ავლით იღებენ. სახელმწიფო კომპანია ესკოს ანგარიშში საუბარია 2020 წლის განმავლობაში ამ კომპანიების მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტ დენს “ჯორჯიან მანგანეზი” მოიხმარს, რომელმაც გასულ წელს 1.01 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია გამოიყენა. ელექტროენერგიის ეს მოცულობა მთლიანად საქართველოს მოხმარების 8.3% იყო.

“ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების სიაში სხვა მეტალურგიული ქარხნებიც შევიდნენ. მათთან ერთად სიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებით დაკავებული კომპანიებიც არიან.

1. "ჯორჯიან მანგანეზი" - 1.01 მილიარდი კვტსთ;
2. "რუსთავის აზოტი" - 266.1 მილიონი კვტსთ;
3. "ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია" - 201.4 მილიონი კვტსთ;
4. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" - 177.8 მილიონი კვტსთ;
5. "რუსთავის ფოლადი" - 171.5 მილიონი კვტსთ;
6. "ბი ეფ დი სი" (Bitfury Georgia) - 131.7 მილიონი კვტსთ;
7. "ჯეოსთილი" - 103.6 მილიონი კვტსთ;
8. "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" - 102.3 მილიონი კვტსთ;
9. "ჯი თი ემ გრუპი" - 100.3 მილიონი კვტსთ;
10. "რუსელოისი" - 96.3 მილიონი კვტსთ;
11. "RMG Cooper" - 73.7 მილიონი კვტსთ;

როგორც "ესკოს" მონაცემებიდან ირკვევა, “ბი ეფ დი სის” ანუ Bitfury Georgia-ს ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს 131 მილიონი კილოვატ საათი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 403 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. შესაბამისად, კომპანიამ გასულ წელს საქართველოში კრიპტოვალუტის გამომუშავების სიმძლავრე შეამცირა.

რაც შეეხება მთლიან მონაცემებს, 2020 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 4.8%-ით შემცირდა და 12.17 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. მოხმარების კლება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირდება.