16.აგვისტო .2022 22:00

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?
views 1121
უკან

საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, აქედან 4 შემთხვევაში საუბარია კომპანიის აქციებზე, ხოლო დანარჩენი 19 - ობლიგაციებია.

დალისტული კომპანიებიდან აქციები გამოშვებული აქვთ: „ლიბერთი ბანკს“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“, „გრინ დაზღვევასა“ და „საქართველოს ბანკს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გენერალური დირექტორი, გიორგი ფარესიშვილი სექტემბრიდან თანამდებობას ტოვებს, მისი მოვალეობის შემსრულებლად ნინო ქურდიანი ინიშნება.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა ისევ ნულ ლარს შეადგენს - 16 აგივსოს მდგომარეობით, მიმდინარე თვესაც ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა.

შეგახსენებთ, რომ არასახარბიელო, 0-ლარიანი შედეგით გამოირჩეოდა ივლისიცა და ივნისიც. 0-ლარიანი ბრუნვა გასული წლისთვის დამახასიათებელი მოვლენა იყო - 2021 წლის მაისში, აპრილში, ივნისსა და ივლისშიც არცერთი გარიგება არ შემდგარა. საერთო ჯამში, გასულ წელს ბირჟაზე 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა.

გთავაზობთ იმ კომპანიებს ჩამონათვალს, რომელთაც ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქვთ განთავსებული:



 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა