მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიების აქციები და ობლიგაციებია საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული?

6336eb14ee0e5
გიორგი თოლორდავა
01.10.22 00:30
668
საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.

საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, აქედან 4 შემთხვევაში საუბარია კომპანიის აქციებზე, ხოლო დანარჩენი 19 - ობლიგაციებია.

დალისტული კომპანიებიდან აქციები გამოშვებული აქვთ: „ლიბერთი ბანკს“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“, „გრინ დაზღვევასა“ და „საქართველოს ბანკს“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილიმა თანამდებობა დატოვა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნინო ქურდიანი დაინიშნა.

აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საფონდო ბირჟის დღიური საშუალო ბრუნვა სექტემბერში 43 ლარამდე გაიზარდა. გასულ თვეს GSE-ზე ორი გარიგება შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი ღირებულება 944 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ იმ კომპანიებს ჩამონათვალს, რომელთაც ფასიანი ქაღალდები საქართველოს საფონდო ბირჟაზე აქვთ განთავსებული: