მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიების აქციებს ფლობენ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორები?

62c6c656eb9fc
გიორგი თოლორდავა
07.07.22 16:38
1652
გონივრული საინვესტიციო სტრატეგია ყველა ცნობილი და წარმატებული ინვესტორის წარმატების გასაღებია. საფონდო ბირჟების აღმასვლისა თუ დაღმასვლის ტენდენციებს გამოცდილი ინვესტორები თავიან სასარგებლოდ იყენებენ და მუდმივად ცდილობენ, სულ უფრო მეტად გაამდიდრონ და გაზარდონ მათი საინვესტიციო პორტფელის მოცულობა.

საფონდო ბირჟების არსებობის მრავალწლიანი ისტორია იმაზე მიუთითებს, რომ დივერსიფიცირება საინვესტიციო სფეროში წარმატების მიღწევის ყველაზე ეფექტიან სტრატეგიად რჩება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი საუკეთესო შედეგებს ის კომპანიები აჩვენებენ, რომელთაც ძლიერი ფუნდამენტური ფაქტორები და განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ.

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ინვესტორების საინვესტიციო პორტფელს და მათ რჩეულ კომპანიებს.


უორენ ბაფეტი
სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
Net Worth: $118 მლრდ

საინვესტიციო პორტფელი:
Apple – 42.8%
Bank of America – 11.4%
American Express – 7.8%
Chevron – 7.2%
Coca-Cola – 6.8%

შენიშვნა: უორენ ბაფეტი Berkshire Hathaway-ს 16%-იან წილს ფლობს - აქტივის ღირებულება $100 მილიარდს აღწევს.


ბილ გეიტსი
სიმდიდრის წყარო: Microsoft
Net Worth: $129 მლრდ

საინვესტიციო პორტფელი:
Berkshire Hathaway – 51.2%
Waste Management – 14.9%
Caterpillar – 8.3%
Ecolab – 3.9%
Walmart – 2.3%


ბილ აკმანი
სიმდიდრის წყარო: Pershing Square Capital
Net Worth: $3 მლრდ

საინვესტიციო პორტფელი:
Lowe’s – 19.8%
Chipotle – 16.9%
Hilton – 14.5%
Howard Hughes – 13.6%
Restaurant Brands Int – 13.4%
Netflix – 11.2%
Domino’s Pizza – 8.1%

ჯორჯ სოროსი
სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდები
Net Worth: $8.6 მლრდ

საინვესტიციო პორტფელი:
Rivian – 19.7%
PowerShares – 7.1%
Liberty Broadband – 7.1%
Cerner – 5.0%
Amazon – 4.5%
D.R. Horton – 4.4%

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.