მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიის შეძენაზე დახარჯა ყველაზე მეტი თანხა Amazon-მა?

60b0f37f97e02
ნათია თაქთაქიშვილი
28.05.21 22:21
687
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ უმსხვილესმა ონლაინ გაყიდვის კომპანია Amazon-მა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გააკეთა. კომპანიამ თითქმის 100-წლიანი ისტორიის მქონე ჰოლივუდის კინოინდუსტრიის გიგანტი Metro Goldwyn Mayer Studio $8,45-მილიარდად შეიძინა.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ Amazon-ისთვის ეს ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი არ არის და მის პორტფოლიოში 13.7 მილიარდი აშშ-ის ღირებულების კომპანია Whole Foods-ია. Metro Goldwyn Mayer Studio-ს შემდეგ Amazon-მა ყველაზე მეტი Zappos-ში გადაიხადა, რაშიც ონლაინ გაყიდვების პლატფორმამ 1.2 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.

კომპანიები, რომლის შეძენაზეც Amazon-მა ყველაზე მეტი თანხა დახარჯა:

1. Whole Foods – 13.7 მილიარდი აშშ დოლარი
Whole Foods არის სასურსათო მაღაზიების ცნობილი ქსელი აშშ-ში და ის სერტიფიცირებულია როგორც ორგანული სასურსათო მაღაზია. კომპანია  1978 წელს დაარსდა, როგორც SaferWay. Amazon-ის მიერ მისი შეძენის დროს, Whole Foods იყო დამოუკიდებელი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალი თითქმის 10 მილიარდი დოლარი იყო.

2. Metro-Goldwyn-Mayer – 8.5 მილიარდი აშშ დოლარი
ეს არის ჰოლივუდის კინოინდუსტრია, 100 წლიანი ისტორიით.

3. Zappos – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი
Zappos არის ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წამყვანი ვებსაიტი მსოფლიოში. სახელი მომდინარეობს სიტყვიდან zapatos, რაც ესპანურად ნიშნავს "ფეხსაცმელს". კომპანია დაარსდა 1999 წელს და სწრაფად გაიზარდა, Amazon-მა კომპანია 2009 წელს შეიძინა.

4. Zoox – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი

5. Twitch – 1 მილიარდი აშშ დოლარი
Twitch Interactive– ის პოპულარული სტრიმინგის ვიდეო პლატფორმა, სახელწოდებით Twitch, 2011 წელს ამოქმედდა. 2014 წლის ივლისში, Amazon–ის შეძენამდე, Twitch–ს 55 მილიონი უნიკალური ვიზიტორი ჰყავდა.

6. Ring – 0.8 მილიარდი აშშ დოლარი

7. Kiva Systems – 0.8 მილიარდი აშშ დოლარი
Kiva Systems (ახლა Amazon Robotics), იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შენაძენი 2012-ში. 2003 წელს დაარსებული კომპანია ავითარებს და აწარმოებს რობოტულ სისტემებს სხვადასხვა დანიშნულებისათვის.

8. PillPack – 0.8 მილიარდი აშშ დოლარი
PillPack, Inc. არის ონლაინ სააფთიაქო კომპანია, რომელიც 2013 წელს დაარსდა. Amazon-მა კომპანია 2018 წელს შეიძინა.