მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კუპიურაა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული

60bdd4cc24cf8
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.21 09:00
950
საქართველოში მიმოქცევაში 4.66 მილიარდი ლარის მოცულობის ბანკნოტები და მონეტებია. სებ-ის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ქვეყანაში ნაღდი ფულის მასა 524 მილიონი ლარით, ანუ 12.7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში ქვეყანაში 103 მილიონი ბანკნოტია. კონკრეტული კუპიურების მიხედვით  პირველ ადგილზე 100 ლარიანი იმყოფება. ჯამში ქვეყანაში 28.3 მილიონი ერთეული 100-ლარიანია მიმოქცევაში, ყველაზე მცირე რაოდენობით კი მიმოქცევაში 200-ლარიანია.

მიმოქცევაში არსებული კუპიურების რაოდენობა:

1 ლარიანი - 4.5 მილიონი მონეტა;
2 ლარიანი - 2.3 მილიონი მონეტა;
5 ლარიანი - 21.7 მილიონი ბანკნოტი;
10 ლარიანი - 8.1 მილიონი ბანკნოტი;
20 ლარიანი - 19.7 მილიონი ბანკნოტი;
50 ლარიანი - 17.1 მილიონი ბანკნოტი;
100 ლარიანი - 28.3 მილიონი ბანკნოტი;
200 ლარიანი - 1.3 მილიონი ბანკნოტი.

რაც შეეხება ხურდა ფულს, 1-ლარამდე მონეტების ზუსტი სტატისტიკა სებ-ის ანგარიშში მოყვანილი არაა, თუმცა ჯამში 5, 10, 20 და 50 თეთრიანი მონეტების საერთო ღირებულება 134.8 მილიონი ლარია.

"2020 წელს მოთხოვნა მცირედით გაიზარდა დაბალი ნომინალის - 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე (შესაბამისად 3.3 პროცენტი და 4.1 პროცენტი), ხოლო 10 ლარის ნომინალის ბანკნოტზე მოთხოვნა 18.8 პროცენტით შემცირდა. მიმოქცევის მოთხოვნა გაიზარდა ყველა მაღალი ნომინალის - 50, 100 და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტებზე (შესაბამისად 25.1 პროცენტი, 11.6 პროცენტი და 25.3 პროცენტი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მიმოქცევის მთლიანი მოცულობის ასეთი ზრდის პირობებში, გარდა 50 ლარის და 200 ლარის ნომინალის ბანკნოტების ხვედრითი წილისა, წინა წელთან შედარებით, ყველა სხვა ნომინალის ბანკნოტების ხვედრითი წილები მცირედით შემცირდა. ამ პერიოდში მცირედით - 0.18 პროცენტული პუნქტით შემცირდა მიმოქცევაში მონეტების მთლიანი ხვედრითი წილი და ამ მაჩვენებელმა 2.89 პროცენტი შეადგინა,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში,"- ნათქვამია ანგარიშში.