მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კვების ობიექტები ვერ ჩაერთვებიან სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამაში

604f75ee5d51e
ვიქტორია მღებრიშვილი
15.03.21 21:30
825
თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის კვების ობიექტებისთვის სუბსიდირების პროგრამა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე ამოქმედდა. პროგრამაში ჩართვის მსურველი ბიზნესსუბიექტები დარეგისტრირებას 5 აპრილამდე შეძლებენ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ის ობიექტები, რომლებიც საბანკეტო-სარიტუალო დარბაზებს, საერთაშორისო ქსელის ნაწილს ან ფრანშიზს, სწრაფი კვების ობიექტებს და სასტუმროში, საავადმყოფოში, ავტოსამრეცხაოში, სასწავლო დაწესებულებაში, სურსათის მაღაზიასა და ჰიპერმარკეტში განთავსებულ კვების ობიექტებს წარმოადგენენ.

აღსანიშნავია, რომ კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნენ. ფინანსური დახმარება კვების ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.

ამასთან, სუბსიდირებისთვის საჭირო ფინანსური რესურსი არა მუნიციპალიტეტის, არამედ საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. როგორც პროგრამის დაანონსებისას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ განაცხადა, პროგრამის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მლნ ლარი იქნება.