მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი პარტიებია მოსახლეობის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომი? – NDI–ს კვლევა

5d8324ccbb320
დავით ჯალაღონია
19.09.19 10:46
1409
NDI–ის მოსახლეობის უმეტესობა მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს. ამის შესახებ "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა” (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს.

აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ, კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 19% მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას”, 9% - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხოლო 4-4% “ევროპულ საქართველო-თავისუფალ დემოკრატებსა” და “პატრიოტთა ალიანსს” ასახელებს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოქალაქეების 59% ხმის მისაცემად წავიდოდა, თუმცა მოსახლეობის 57%–ს, ამ მომენტისთვის, არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის შემოხაზავდა.