საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას 2020-2021 წლებშიც განახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ქუთაისში ავტოქარხნის მარჯვენა დასახლების საავტომობილო გზებს, რომლის ჯამური სიგრძე 14520 მეტრია; რეაბილიტირდება ჩხობაძის ქუჩის III შესახვევში გამავალი საავტომობილო გზის 1400 მეტრიანი მონაკვეთი და დავით და კონსტანტინეს ქუჩის და ლესელიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 5500 მეტრიანი მონაკვეთი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებაა 10 მილიონ ლარამდე იქნება.
"საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2020 წელს დაასრულებს ქალაქ ზუგდიდის 9 ქუჩის რეაბილიტაციას. სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და საინიაღვრე სისტემები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას საშუალებას მისცემს განახლებული და კომფორტული გზებით გადაადგილდნენ ქალაქის მასშტაბით.
2019 წელს დასრულდა ქუთაისის რამდენიმე ქუჩის (გუგუნავა, შარტავას, ნინოშვილის, ბუხაიძის, ჯავახიშვილის ქუჩების) რეაბილიტაცია. მიმდინარეობს ნიკეასა და სულხან-საბას დამაკავშირებელი გამზირის რეაბილიტაცია. 2020 წელს გაგრძელდება ასევე აღამაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების და საიათნოვას ქუჩების საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება.
ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქ. ქუთაისში სულ 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს.
ზუგდიდისა და ქუთაისის ქუჩების გარდა, 2020 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეკვავას ქუჩას და ქალაქ მარტვილის შემოვლითი საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთს", – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის