2022 წელს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების მხრივ სირთულეებია მოსალოდნელი. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სასურსათო ბაზარზე კრიზისული ვითარება დაიწყო, რამაც ხორბლის ისტორიულ ფასამდე გაძვირდება გამოიწვია. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის რიგით მესამე უმსხვილესი მწარმოებელი და #1 ექსპორტიორია, უკრაინა კი რიგით მერვე უმსხვილესი მწარმოებელი და მეხუთე უმსხვილესი ექსპორტიორია.
FAO-ს მონაცემებით, მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელი არის ჩინეთი, რომელმაც 2020 წელს 134 მილიონი ტონა ხორბალი მოიყვანა, თუმცა ეს მოსავალი ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არაა და ჩინეთი როგორც კანდისგან, ასევე აშშ-სგან რუსეთისგან და უკრაინისგან ყიდულობს ხორბალს. ასევე მეორე უმსხვილესი მწარმოებელია ინდოეთი, რომელმაც 2020 წელს 107 მილიონი ტონა ხორბალი მოიყვანა, თუმცა ისიც ადგილობრივი მოხმარების დასაკმაყოფილებლად მილიონობით ტონა ხორბლის იმპორტს ახორციელებს. ექსპორტის მხრივ კი პირველ ადგილზე რუსეთია, რომელმაც 2020ში საკუთარი 86 მილიონი ტონის მოსავლიდან 37 მილიონი ტონა უცხოეთში გაიტანა და ამით $7.9 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ექსპორტში მეორე ადგილზეა აშშ, რომელმაც 2020 წელს 49.7 მილიონი ტონის მოსავლიდან 26 მილიონი ტონა უცხოეთში გაიტანა და 6.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
ხორბლის უმსხვილესი მწარმოებლები და ექსპორტიორები - FAO
1. ჩინეთი - 134.3 მლნ ტონა; თუმცა, ქვეყანა ხორბლის იმპორტიორია;
2. ინდოეთი - 107.6 მლნ ტონა; თუმცა, ქვეყანა ხორბლის იმპორტიორია;
3. რუსეთი - 85.9 მლნ ტონა, ექსპორტი 37.3 მლნ ტონა, შემოსავალი $7.9 მლრდ;
4. აშშ - 49.7 მლნ ტონა, ექსპორტი 26.1 მლნ ტონა, შემოსავალი $6.3 მლრდ;
5. კანადა - 35.2 მლნ ტონა, ექსპორტი 26.1 მლნ ტონა, შემოსავალი $6.3 მლრდ;
6. საფრანგეთი - 30.1 მლნ ტონა, ექსპორტი 19.8 მლნ ტონა, შემოსავალი $4.5 მლრდ;
7. პაკისტანი - 25.2 მლნ ტონა, თუმცა, ქვეყანა ხორბლის იმპორტიორია;
8. უკრაინა - 24.9 მლნ ტონა, ექსპორტი 18.1 მლნ ტონა, შემოსავალი $3.6 მლრდ;
9. გერმანია - 22.2 მლნ ტონა, ექსპორტი 9.3 მლნ ტონა, შემოსავალი $2.1 მლრდ;
10. თურქეთი - 20.5 მლნ ტონა, თუმცა, ქვეყანა ხორბლის იმპორტიორია;
11. არგენტინა - 19.8 მლნ ტონა, ექსპორტი 10.2 მლნ ტონა, შემოსავალი $2.0 მლრდ;
12. ირანი - 15.0 მლნ ტონა, თუმცა, ქვეყანა ხორბლის იმპორტიორია;
13. ავსტრალია - 14.5 მლნ ტონა, ექსპორტი 10.4 მლნ ტონა, შემოსავალი $2.7 მლრდ;
14. ყაზახეთი - 14.3 მლნ ტონა, ექსპორტი 5.2 მლნ ტონა, შემოსავალი $1.1 მლრდ;
15. პოლონეთი - 12.4 მლნ ტონა, ექსპორტი 4.7 მლნ ტონა, შემოსავალი $1.0 მლრდ.
ამჟამად ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი ტონა ხორბლის ღირებულება 316 დოლარია, ფასი ბოლო ერთ თვეში 8.6%-ით გაძვირდა, წინა წელთან შედარებით კი ფასები 54%-ით არის გაზრდილი. 5-წლიან ჭრილში გაძვირება 103%-ია, 10 წლის წინანდელ ფასთან შედარებით კი ხორბალი 180%-ით არის გაძვირებული.
რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, $4.6 მილიონის ღირებულების კი - ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ