მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები იღებენ და გასცემენ ყველაზე დიდი მოცულობის უცხოურ ინვესტიციებს?

63f62fc57ae29
გიორგი თოლორდავა
22.02.23 22:09
1025

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია იმის გასაზომად, თუ რამდენად არიან ქვეყნით უცხოელი ინვესტორები დაინტერესებულნი.

როცა ქვეყანაში მაღალია FDI-ს შემოდინების მაჩვენებელი, ეს სხვა უცხოელი ინვესტორებისა და კომპანიებისთვის წარმოადგენს მკაფიო სიგნალს, რომ ამ კონკრეტულ სახელმწიფოში ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, ინვესტიციის ჩადება კი - ნაკლებად სარისკო.

2021 წელს საქართველომ 1 მილიარდ 242 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. მართალია, გასული წლის საბოლოო შედეგები ცნობილი ჯერაც არ არის, თუმცა უკვე ვიცით, რომ 2022 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 675 მილიონი დოლარის FDI-ს მიღება შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. თანხის ყველაზე დიდი მოცულობა, თითქმის 1 მილიარდი დოლარი რეინვესტიციაზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ახალი კაპიტალის შემოდინება გაიცლებით უფრო დაბალია, ვიდრე მოგების უკან ჩაბრუნების მაჩვენებელი.

FDI-ს უდიდესი წილი ესპანეთზე, დიდი ბრიტანეთზე, ირლანდიასა და ამერიკაზე მოდის. რაც შეეხება უშუალოდ ესპანეთს, ეს, რა თქმა უნდა, კომპანია Aqualia-სთანაა დაკავშირებული, რომელმაც 180 მილიონ დოლარად GWP შეიძინა.

რაც შეეხება გლობალურ ვითარებას, მოცემულობა ასეთია: 

ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ FDI-ს იღებენ:
1. აშშ - $367 მლრდ
2. ჩინეთი - $181 მლრდ
3. ჰონგ-კონგი - $141 მლრდ
4. სინგაპური - $100 მლრდ
5. კანადა - $60 მლრდ
6. ბრაზილია - $50 მლრდ
7. ინდოეთი - $45 მლრდ
8. სამხ. აფრიკა - $41 მლრდ
9. რუსეთი - $38 მლრდ
10. მექსიკა - $32 მლრდ


ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ FDI-ს გასცემენ:
1. აშშ - $403 მლრდ
2. გერმანია - $152 მლრდ
3. იაპონია - $147 მლრდ
4. ჩინეთი - $145 მლრდ
5. ბრიტანეთი - $108 მლრდ
6. კანადა - $90 მლრდ
7. ჰონგ-კონგი - $87 მლრდ
8. რუსეთი - $64 მლრდ
9. ირლანდია - $62 მლრდ
10. სამხ. კორეა - $61 მლრდ