მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები იზიარებენ "ჩირინას" მაგალითს?

5ef73528b7d23
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.20 13:25
1008
ქათმის ხორცის გადამამუშავებელი მეურნეობის "ჩირინას" დამფუძნებლის რევარ ვაშაკიძის განცხადებით, საქართველო ქათმის ხორცის მწარმოებელ ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანია.

მისი თქმით, EBRD "ჩირინას" კლასტერს აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ საწარმო უწოდებს და მათთან გამოცდილების გაზიარებისთვის ჩამოდიან ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია, ტაილანდი და ა.შ.

"ჩვენთან ჩამოდიან აშშ–დან, ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან – აინტერესებთ, სწავლობენ, კონსულტაციებს ვაძლევთ ჩვენ. ეს არის საუკეთესო მაგალითის გაზაირება. ჩვენ ვართ კონკურენტუნარიანი. მაგალითისთვის ბრაზილიაში, ტაილანდში, უკრაინაში ბევრ ქათამს აწარმოებენ და ჩვენ ვართ კონკურენტუნარიანი.

კიდევ ერთი მაგალითი – 2018 წელს ჩამოსულები იყვნენ ბელორუსიის პრემიერი და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ისინი საქართველოში ქათმის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნით იყვნენ დაინტერესებულები. მათ ნახეს "ჩირინას" საწარმო, დაათვალიერეს და თქვეს, ჩვენ წავიდეთ აქედანო, ეს ნიშნავს რომ ჩვენ ვართ კონკურენტუნარიანები", - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.