მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები ლიდერობენ მზის ენერგიის ათვისებაში?

638611ca3ed7f
მარიამ ვარადაშვილი
29.11.22 19:00
1045

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IRENA] პროგნოზით, 2050 წლისთვის მზის სადგურების მეშვეობით გამომუშავებული ელექტროენერგია გლობალური მოხმარების მეოთხედს დააკმაყოფილებს. 

მზის სადგურების დადგმული სიმძლავრით ჩინეთი ლიდერობს, რომლის სიმძლავრეც 306 გგვტ-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა აშშ-ი 94 გგვტ-ით, იაპონია 74 გგვტ-ით და გერმანია 58 გგვტ-ით.

ევროკავშირში მზის ენერგიასთან დაკავშირებით ყველაზე მაღალი სამიზნე მაჩვენებელი გერმანიას აქვს. ქვეყანას სურს 2030 წლისთვის მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 215 გგვტ-მდე გაზარდოს. რეგიონში მზისგან მიღებული ელექტროენერგიით გერმანიასთან ერთად, ნიდერლანდები და ესპანეთი ლიდერობენ. ამ ქვეყნებში მზისგან მიღებული ელექტროენერგია წელს, ზაფხულის პერიოდში დაახლოებით 20% იყო. 

რაც შეეხება ჩინეთის გეგმებს, პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიმდინარე წლის დასაწყისში თქვა, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში ქარისა და მზის დადგმული სიმძლავრე 1200 გგვტ-მდე უნდა გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჯამში 450 გგვტ-ის მოცულობის მზისა და ქარის სადგურების მშენებლობა იგეგმება. 

საქართველოში კი, ოქტომბრის მონაცემებით, მზის დადგმული სიმძლავრე ჯამში 30 მგვტ-ს შეადგენს. ქვეყანაში ნეტო აღრიცხვის სისტემაში 500-ზე მეტი მზის პანელია ჩართული.