მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები სთავაზობენ მშობლებს ყველაზე დიდხნიან ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას?

60b4dd0f9604f
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.21 00:40
829
ანალიტიკური პლატფორმა Statista წერს, რომ ახალი გვინეა, ომანი და აშშ ის ქვეყნებია, რომლებიც ახალბედა დედებს ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებებს საერთოდ არ სთავაზობენ. პლატფორმა იუწყება, რომ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მხოლოდ აშშ-ს 12 შტატშია ხელმისაწვდომი. ისიც ადილობრივი მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და ბოლო 20 წლის განმავლობაში ახალბედა დედების სასარგებლოდ აშშ-ს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა.

Statista-ს მიხედვით, ყველაზე ხანგრძლივ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ესტონეთი საკუთარ მოქალაქეებს აძლევს, სადაც დეკრეტული შვებულებით სარგებლობა 85 კვირის განმავლობაშია შესაძლებელი.

ესტონეთის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი დეკრეტული შვებულება უნგრეთშია, სადაც დედებს 72 კვირის განმავლობაში შეუძლიათ ისარგებლონ ანაზღაურებადი დეკრეტით. ესტონეთის შემდეგ მოდის ავსტრია, სადაც დეკრეტული შვებულება 51 კვირის განმავლობაშია ნებადართული.

ქვეყნები, სადაც ყველაზე ხანგრძლივად შეიძლება ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობა:

1. ესტონეთი - 85 კვირა
2. უნგრეთი - 72 კვირა
3. ავსტრია - 51 კვირა
4. გერმანია - 43 კვირა
5. იაპონია - 36 კვირა
6. შვედეთი - 35 კვირა
7. კანადა - 27 კვირა
8. იტალია - 25 კვირა
9. სამხრეთ კორეა - 25 კვირა
10. საფრანგეთი -19 კვირა
11. ესპანეთი - 16 კვირა
12. დიდი ბრიტანეთი - 12 კვირა
13. ავსტრალია - 8 კვირა
14. აშშ - 0 კვირა.