მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ვიზიტორები საქართველოში ყველაზე მეტად - 7 თვის სტატისტიკა

62f21404a360a
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.22 11:58
4887
საქართველოში 718 401 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 2021 წლის ივლისის თვესთან შედარებით 177% -იან ზრდას წარმოადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი კი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 34.7%-ით ნაკლებია.

ტურიზმის ადმინისტრაციის განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების უმრავლესობა (410 179) სახმელეთო საზღვრის გავლით შესრულდა, 181 574 ვიზიტი - საჰაერო გზით, 4 348 ვიზიტი - სარკინიგზო, ხოლო 1 786 - საზღვაო გზით. ამასთან ქვეყანას ყველაზე უფრო ხშირად მეზობელი ქვეყნების ვიზიტორები სტუმრობდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ TOP-15 ქვეყნიდან, საიდანაც საქართველოში მოგზაურები შემოდიოდნენ, 2020-2021 წლების ივლისის თვეებთან შედარებით, უკრაინის გარდა, ყველა შემთხვევაში ვიზიტების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება. ივლისში განხორციელებული ვიზიტების მიხედვით TOP-15 ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი - 156 737 ვიზიტი;
2. სომხეთი - 103 906 ვიზიტი;
3. თურქეთი - 95 989 ვიზიტი;
4. საუდის არაბეთი - 27 712 ვიზიტი;
5. საქართველო (არარეზიდენტები) – 24 278 ვიზიტი;
6. ისრაელი - 22 684 ვიზიტი;
7. ბელარუსი - 20 773 ვიზიტი;
8. ყაზახეთი - 19 258 ვიზიტი;
9. უკრაინა - 18 711 ვიზიტი;
10. აზერბაიჯანი - 14 282 ვიზიტი;
11. ირანი - 11 787 ვიზიტი;
12. ინდოეთი - 7 215 ვიზიტი;
13. პოლონეთი - 5 731 ვიზიტი;
14. უზბეკეთი - 5 539 ვიზიტი;
15. გერმანია - 5 460 ვიზიტი.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი 7 თვის მონაცემებს, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 2 344 329 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა და ზრდამ 2021 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით 214%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ - 2019 წლის ანალოგიური პერიოდის რიცხვებს 52.8%-ით ჩამორჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ შესრულებული ვიზიტების რაოდენობა მხოლოდ 47.2%-ით არის აღდგენილი.

ამ პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ, 7 თვეში 1 668 983 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 162%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 61.9% -ით არის აღდგენილი.

7 თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები საზღვრის ტიპის მიხედვით სახმელეთო საზღვარზე მოდის. ამ პერიოდში ამ საზღვრით ქვეყანაში 1 250 734 ვიზიტი შესრულდა, საჰაერო გზით 767 244, სარკინიგზოთი - 7 955, ხოლო საზღვაოთი 11 471.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა TOP-15 ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

1. რუსეთი - 403 886 ვიზიტი;
2. თურქეთი - 358 126 ვიზიტი;
3. სომხეთი - 299 676 ვიზიტი;
4. საქართველო (არარეზიდენტები) – 147 159 ვიზიტი;
5. ისრაელი - 107 261 ვიზიტი;
6. უკრაინა - 89 614;
7. აზერბაიჯანი - 80 680;
8. ყაზახეთი - 64 654;
9. ბელარუსი - 62 728;
10. საუდის არაბეთი - 57 475;
11. ირანი - 49 016;
12. უზბეკეთი - 27 871;
13. ინდოეთი - 26 343;
14. გერმანია - 22 378;
15. პოლონეთი - 20 812.