მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი - 11 თვის სტატისტიკა

5df73bc04a18e
თელარა გელანტია
16.12.19 19:15
4236
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 992,6 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა).

როგორც იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 501,9 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 490,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით).

„მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი იკლებდა, თუმცა სექტემბრიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.

ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით”, - აცხადებენ იმპორტიორთა კავშირში.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 328,6 ათასი ტონა ანუ 65,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 297,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 276,6 ათასი ტონა (27,9%), აზერბაიჯანი - 145,7 ათასი ტონა (14,7%), თურქმენეთი - 111,1 ათასი ტონა (11,2%); ბულგარეთი - 85,5 ათასი ტონა (8,6%), საბერძნეთი - 55,3 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 19,3 ათასი ტონა (1,9%) და სხვ.