მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა ყველაზე მეტი ინვესტიცია? – 2019 წლის მონაცემები

5f3a6d64b9f2a
BM.GE
17.08.20 15:40
1160
საქსტატმა 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს საქართველოში $ 1.3 მლრდ-ის ღირებულების ინვესტიცია შემოვიდა.
ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა გაერთიანებული სამეფოდან ( $ 236.6 მლნ), თურქეთიდან($ 175.3 მლნ) და ირლანდიიდან ( $ 133.2 მლნ).

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით დიდი ბრიტანეთიდან $ 53.7 მილიონით მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ზრდა დაფიქსირდა ირლანდიიდან ($ 130.1 მლნ) და თურქეთიდან ($ 125.4 მლნ). გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა აზერბაიჯანიდან ($ 210.6 მლნ) და ნიდერლანდებიდან ($109.8 მლნ).

2019 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები:
სტატისტიკის სამსახურისთვის ცნობულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2020 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში $ 1.7 მლრდ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან ($73.1 მლნ) და აშშ-დან ($28.1) შემოვიდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედრებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 45.2 %- ით შემცირდა.