მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან უნდა მოიზიდოს საქართველომ ტურისტები საზღვების გახსნის შემდეგ?

5ea3e9b091df7
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.20 10:45
1558
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი და სასტუმროების მმართველი შალვა ალავერდაშვილი მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველომ ტურიზმის მიმართულებით აქცენტი აზიის რამდენიმე ქვეყანაზე უნდა აიღოს და პირველი ტურისტები სწორედ აქედან უნდა მოიზიდოს. 

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ჰოტელიერი აღნიშნავს, შიდა ტურიზმი დარგს ვერ განავითარებს და აუციელებელია აცენტები უცხოური ბაზრების ათვისებაზე გადავიტანოთ.

„ჩემი აზრით, მას შემდეგ რაც გამოცხადდება საზღვრების გახსნა, უნდა ავირჩიოთ მიზნობრივი ბაზრები და ჩამოვაყალიბოთ სპეციფიკა, რომელი მიმართულებით ვიაროთ, იმისთვის, რომ უცბად შევავსოთ ეს დანაკლისი და შემოსავალი გავუჩინოთ ამ სექტორს.

საერთაშორისო ბაზრებიდან პირველი რიგში, გათვლები უნდა გავაკეთოთ აზიაზე: ტაილანდი, კორეა, არაბული ქვეყნები.

ევროპული ქვეყნები თავად მოუწოდებენ თავის მოქალაქეებს, რომ მინიმუმ სექტემბრამდე არ იმოგზაურონ და დარჩნენ სახლში. აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით კორეასა და ტაილანდში ასეთი მოწოდებები არ ისმის. პირიქით, იქ ხალხი უფრო პოზიტიურად არის მომართული, საკმაოდ ადვილად გადაიარეს კორონავირუსის პერიოდი. საზღვრებიც გახსნეს და დასვენებაზეც ფიქრობენ.

შემიძლია გითხრათ, რომ წელს შიდა ტურიზმის განვითარება იქნება ძალიან დაბალი და სასტუმროებისთვის ნეგატიური, იმიტომ, რომ ამ ეტაპისთვის ადამიანები გადაწყვეტენ არა სასტუმროში დასვენებას, არამედ უფრო მეტად დაიტვირთება საოჯახო სასტუმროები. შიდა ტურიზმს რაც განაპირობებდა ეს იყო ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები და ბიზნესში მომუშავე ადამიანების შემოსავლები, ეს მასა ამ ეტაპისთვის ასე ღიად არ არსებობს. საკმაოდ გაუჭირდათ ემიგრანტებს და ქვეყნის შიგნითაც ადამიანები დასვენებას მოერიდებიან, ამიტომ სადღაც 70% ის რესურსია, რასაც სასტუმროები შიდა ტურიზმისგან იღებენ და წელს ვეღარ მიიღებენ“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.