მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო სმარტფონებს? - რეიტინგი

5fb16be8c53d1
BM.GE
15.11.20 21:54
5336
2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ $114.5 მილიონი დოლარის ანუ 370 მილიონი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შეიძინა. საქსტატის ინფორმაციის, ეს 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 15.9%-ით ნაკლებია. თუმცა, შედარებისთვის $114.5 მილიონი არის $34 მილიონი დოლარით მეტი ვიდრე საქართველომ ხორბლის შეძენაზე დახარჯა.

საქართველო სმარტფონების უდიდეს ნაწილს, მობილურების საბითუმო რეალიზების ერთ-ერთი გლობალური ცენტრიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ყიდულობს. იმპორტის სტატისტიკაში ასევე წამყვან ადგილზე მოხვდა ჰონგ-კონგი, რომელიც გლობალურად მობილურების წარმოების და მათი საბითუმო რეალიზების ერთ-ერთი ცენტრია.

საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი ქვეყნების მიხედვით:

1) არაბთა გაერთიანებული საამიროები - 49.5 მილიონი აშშ დოლარი;
2) რუსეთი - 20.9 მილიონი აშშ დოლარი;
3) ჰონგ-კონგი - 15.2 მილიონი აშშ დოლარი;
4) ჩეხეთი - 9.8 მილიონი აშშ დოლარი;
5) ჩინეთი - 4.6 მილიონი აშშ დოლარი;
6) ნიდერლანდი - 4.15 მილიონი აშშ დოლარი;
7) კვიპროსი - 2.3 მილიონი აშშ დოლარი;
8) აშშ - 1.1 მილიონი აშშ დოლარი;
9) ლიტვა - 1.1 მილიონი აშშ დოლარი;
10) შვეიცარია - 1 მილიონი აშშ დოლარი;

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ბაზარზე სამხრეთ კორეული და იაპონური ბრენდების სმარტფონებს წამყვანი ადგილები უკავიათ, იმპორტის ოფიციალურ რეიტინგში ეს ქვეყნები არ შედიან, რადგანაც ამ ქვეყნებში წარმოებული ტელეფონები ქვეყანაში სხვა შუამავალი ქვეყნების - რუსეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების თუ სხვების გავლით ხდება. შესაბამისად, რიგ შემთხვევაში იმპორტის რეგისტრაციისას მითითებულია ქვეყანა, რომლიდანაც უშუალოდ ხდება საქონლის შემოტანა და არა ის ქვეყანა, რომელშიც ეს საქონელი არის წარმოებული.