მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ საქართველოში სამუშაოდ ჩამოსვლა - სრული სია

5f4a1fbb8a567
შოთა ტყეშელაშვილი
29.08.20 13:26
3789
საქართველოს მთავრობამ პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” რამდენიმე დღის წინ დაანონსა. ამასთან, უკვე გამოქვეყნდა კრიტერიუმები, რომლებიც უცხოეთის მოქალაქეებს, კონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს.

უცხოელს, რომელსაც, საზღვარგარეთ, საქართველოდან მუშაობა სურს, მინიმუმ $2000-იანი ხელფასი უნდა ჰქონდეს. განაცხადის ფორმა და წესები საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამ პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას საკუთარი ხარჯებით გაიაროს სავალდებულო 12-დღიანი კარანტინი, ამასთან, საკუთარი ხარჯებით დაფაროს PCR ტესტის საფასური.

პროგრამა “იმუშავე საქართველოდან” 95 ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება, ესენია:

● ავსტრალია,
● ავსტრია,
● აზერბაიჯანი,
● ალბანეთი,
● ანდროა,
● ანტიგუა და ბარბუდა,
● არაბთა გაერთიანებული საამიროები,
● არგენტინა,
● ახალი ზელანდია,
● ბარბადოსი,
● ბაჰრეინი,
● ბაჰამის კუნძულები,
● ბელორუსი,
● ბელგია,
● ბელიზი,
● ბოსნია და ჰერცოგოვინა,
● ბოტსვანა,
● ბრაზილია,
● ბრუნეი,
● ბულგარეთი,
● გერმანია ,
● დანია,
● გაერთიანებული სამეფო,
● დომინიკის რესპუბლიკა,
● სალვადორი,
● ეკვადორი,
● ესპანეთი,
● ესტონეთი,
● თურქეთი,
● თურქმენეთი,
● იაპონია,
● იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო,
● ირლანდია,
● ისლანდია,
● ისრაელი,
● იტალია,
● კანადა,
● კატარის სახელმწიფო,
● კვიპროსი,
● კოლუმბია,
● სამხრეთ კორეა,
● კოსტა რიკა,
● ლატვია,
● ლიტვა,
● ლიბანი,
● ლიხტენშტეინი,
● ლუქსემბურგი,
● მავრიკი,
● მალაიზია,
● მალტა,
● მექსიკა,
● მონაკო,
● მოლდოვა,
● მონტენეგრო,
● ნიდერლანდები,
● ომანი,
● პანამა,
● პოლონეთი,
● პორტუგალია,
● რუმინეთი,
● რუსეთის ფედერაცია,
● საბერძნეთი,
● სამხრეთ აფრიკა,
● სან მარინო,
● საუდის არაბეთი,
● საფრანგეთი,
● სერბეთი,
● სინგაპური,
● სლოვაკეთი,
● სლოვენია,
● სომხეთი,
● ტაილანდის სამეფო,
● ტაჯიკეთი,
● აშშ,
● უზბეკეთი,
● უკრაინა,
● უნგრეთი,
● ფინეთი,
● ქუვეითი,
● ყირგიზეთი,
● ყაზახეთი,
● შვედეთის სამეფო,
● შვეიცარიის კონფედერაცია,
● ვატიკანი,
● ხორვატია,
● ჰონდურასი.

უფრო ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.