ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ტურიზმის შემოსავლის მატება სავარაუდოდ თავად ამ სექტორის აღდგენასთან ერთად, რურსეთიდან შემოსულ მიგრაციულ ტალღას უკავშირდება, რადგანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით 2022-ში ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი შემოსავალი - 891 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ყველაზე მეტი - 1 მილიონი ვიზიტი (11 თვე) საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა განახორციელეს. 726 ათასი ვიზიტით (11 თვე) მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეს კი სომხეთი იკავებს - 666 ათასი (11 თვე) ვიზიტორით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურისტული შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
● რუსეთი - 891 მილიონი დოლარი;
● თურქეთი - 399.4 მილიონი დოლარი;
● ევროკავშირი - 333 მილიონი დოლარი;
● უკრაინა - 282.3 მილიონი დოლარი;
● ისრაელი - 270.5 მილიონი დოლარი;
● ბელარუსი - 244.2 მილიონი დოლარი;
● საუდის არაბეთი - 159.8 მილიონი დოლარი;
● სომხეთი - 156.1 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი - 100.4 მილიონი დოლარი;
● ირანი - 91.1 მილიონი დოლარი;
● დანარჩენი ქვეყნები - 589 მილიონი დოლარი;
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ ყველაზე დიდი ტურისტული შემოსავალი აგვისტოს განმავლობაში მიიღო, რაც 523 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი