15.მარტი .2020 13:32

რომელი რეისები სრულდება, ან გაუქმდა საქართველოს მიმართულებით – ახალი განრიგი

views 1147
უკან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, კორონავირუსის გავრცელების დინამიკის გათვალისწინებით, იმ რეისების განრიგს აქვეყნებს, რომლებიც ბოლო მონაცემებით სრულდება, ან გაუქმდა საქართველოს მიმართულებით.

"მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების სწრაფი დინამიკის გათვალისწინებით, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოები და სატრანსპორტო კომპანიები იღებენ გადაწყვეტილებას საერთაშორისო მგზავრებისთვის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ.

ბევრმა ავიაკომპანიამ გააჩერა ან აჩერებს ავია მიმოსვლას სხვადასხვა მიმართულებით. ამის გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩოები საზღვარგარეთ, საკუთარ საკომუნიკაციო არხებზე - სოციალურ ქსელებსა და ვებ გვერდზე, რეგულარულად გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ასევე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ამ დროის მონაცემებით რა საერთაშორისო რეისები სრულდება საქართველოში.

აღნიშნული დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ და სურთ საქართველოში გამომგზავრება დაგეგმონ შესაბამისი მარშუტები.

აქვე გაცნობებთ, რომ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებში, ისევე როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და მოქალაქეებს გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება და კონსულტაცია სამშობლოში გამომგზავრების ქმედითი მარშუტის მოძიებაში.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ფრენების განრიგის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ექსელის ცხრილი

მონაცემები განახლებადია ყოველ დღე!

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 294 5050", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15/03/2020 წლის 10:00 საათიდან 16/03/2020 წლის 10:00 საათამდე შესრულდება შემდეგი რეისები:

10:40 შარჯა-თბილისი (გაუქმებულია)
10:40 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია)
11:15 სტამბოლი-თბილისი
11:30 დოჰა-თბილისი
11:45 ნურსულთანი-თბილისი (გაუქმებული)
12:35 მინსკი-თბილისი
13:10 თელავივი-თბილისი
14:15 კუვეიტი-თბილისი (გაუქმებულია)
14:20 შარჯა-თბილისი
14:20 რიადი-თბილისი
15:50 დუბაი-თბილისი
17:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
17:20 სტამბოლი-თბილისი
17:35 ერევანი-თბილისი
20:15 დოჰა-თბილისი
21:15 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
21:30 კიევი-თბილისი
21:45 ალმაატა-თბილისი
22:45 ბაქო-თბილისი (გაუქმებულია)
23:40 აქტაუ-თბილისი
00:20 ვენა-თბილისი
00:25 სტამბოლი-თბილისი (გაუქმებულია)
00:35 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
02:05 კიევი-თბილისი
02:50 მინსკი-თბილისი
03:00 თელავივი-თბილისი (გაუქმებულია)
03:05 სტამბოლი-თბილისი
03:10 ერევანი-თბილისი (გაუქმებულია)
03:35 დუბაი-თბილისი (გაუქმებულია)
04:25 მიუნხენი-თბილისი
04:30 რიგა-თბილისი
04:40 ათენი-თბილისი
05:25 სტამბოლი-თბილისი