16.მარტი .2020 10:54

რომელი საავადმყოფოები დაიცალა სრულად კორონავირუსით ინფიცირებულების მისაღებად? - თენგიზ ცერცვაძე

views 272
უკან

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გამოყოფილია 4 საავადმყოფო, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.

როგორც ცერცვაძე ამბობს, აღნიშნული კლინიკები უკვე დაცლილია და ჯერ საჭიროება არ არის, თუმცა თუკი გახდება, პაციენტებს ნებისმიერ დროს მიიღებს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი განმარტავს, აღნიშნულ კლინიკებს არ აქვს ბოქსირებული განყოფილებები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკები სხვა პაციენტებს არ მიიღებენ, საავადმყოფოები მთლიანად ბოქსირებულია.

„გამოიყო სახელმწიფო მართვაში არსებული 4 კლინიკა, ესენია: ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებით, რესპუბლიკური საავადმყოფო, საუნივერსიტეტიო კლინიკა და გორის ჰოსპიტალი. აქვე ვიტყვი, რომ ბოჭორიშვილის კლინიკამ გამოყო 11 ადგილი. დანარჩენი საავადმყოფოები, რომელთა რესურსი ჯამში, 440 საწოლია, სრულად დაიცალა და მზად იქნება პაციენტების მისაღებად. პერსონალი ტრენირებულია, გადაცემული აქვთ ეკიპირება, მზად არიან, პაციენტების მისაღებად. შექმნილია დიგნოსტირების და მკურნალობის კომიტეტი, რაც გააკონტროლებს მკურნალობას სრულად“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 33-ია.