მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის - CNN

5ed4b75545f02
ნათია თაქთაქიშვილი
01.06.20 19:15
1161
მიუხედავდ იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ „არააუცილებელი საერთაშორისო ვიზიტებისგან“, მსოფლიოში ცნობილი ტურისტული ადგილები ვიზიტორებისთვის საზღვრებს ხსნიან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა წარადგინა სამოქმედო გეგმა საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ქვეყნებმა მოქალაქეებისთვის საერთაშორისო მიმოსვლა აღადგინეს. უცხოელი ვიზიტორების მიღებისთვის ემზადება კარიბის კუნძულები, ასევე, ახლო მომავალში გახსნას გეგმავს მექსიკა და ტაილანდი.

კვიპროსის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ყველა იმ ტურისტის ხარჯებს დაფარავს, ვინც COVDI-19-ით ადგილზე დაინფიცირდება. მათთვის გამოყოფილი იქნება 100-ადგილიანი საავადმყოფო და 500-ადგილიანი „საკარანტინე სასტუმრო“. ინფიცირებულ ტურისტს მხოლოდ ფრენის ხარჯების დაფარვა მოუწევს. ქვეყანაში საერთაშორისო ფრენები 9 ივნისიდან აღდგება.

კვიპროსი საწყის ეტაპზე ფრენებს აღადგენს საბერძნეთთან, ბულაგრეთთან, ნორვეგიასთან, ავსტრიასთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, ისრაელთან, გერმანიასთან, ლიტვასთან, ხოლო მომდევნო ეტაპიდან, რომელიც 20 ივნისით თარიღდება, ფრენები აღდგება შვეიცარიასთან, პოლონეთთან, რუმინეთთან, ხორვატიასთან, ესტონეთთან და ჩეხეთთან.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში უკვე გახსნილია სასტუმროების ნაწილი, კაფე-ბარები და პაბები, სადაც მკაცრად არის დაცული სოციალური დისტანცირების ნორმები, ხოლო მომსახურე პერსონალი სტუმრებს ნიღბებით და ხელთათამნებით ემსახურებიან. ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის 15%-ს შეადგენს.

საზღვრების გახსნაზე აცხადებენ, ასევე, ბალი და ტაილანდი. როგორც ბალის, ასევე, ტაილანდის ეკონომიკა ტურიზმზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის შარშან ბალის 6.3 მილიონი ვიზიტორი ეწვია, ხოლო ტაილანდს - 40 მილიონი. ბალმა უკვე გახსნა საზღვრები ავსტრალიასთან, ხოლო ტაილანდი საზღვრების გახსნას მიმდინარე თვეში დაიწყებს. როგორც ტაილანდის მთავრობა აცხადებს, მათი ვარაუდით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 14-16 მილიონით შემცირდება, ამიტომ იმედს ძირითადად შიდა ტურიზმზე ამყარებენ.

საზღვრების გახსნას აპირებს საბერძნეთიც, სადაც ტურიზმს GDP-ის 20% უჭირავს. ქვეყანა საერთაშორისო ვიზიტებისთვის საზღვრების გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, წლევანდელი ზაფხული შედარებით განსხვავებული იქნება და როგორც ის აღნიშნავს, ვიზიტორებს COVID-19-ის ტესტის გავლა მოუწევთ.

საზღვრების გახსნას ივნისის ბოლოსთვის, ასევე, გეგმავს მექსიკა. როგორც ქვეყნის მთავრობა აცხადებს, არააუცილებელი ვიზიტები ქვეყანაში შეზღუდული დარჩება 22 ივნისამდე და ასევე, ამ პერიოდამდე შეჩერდება საერთაშორისო ფრენები.

რაც შეეხება მსოფლიოში ცნობილ კურორტ მალდივებს, ის სტუმრების მიღებას 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ მხოლოდ 1,457 შეადგინა, მათგან გარდაიცვალა 5 ადამიანი.

CNN-ის მიხედვით, მალდივებმა გასულ წელს 1.7 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა 2020 წელს ტურისტების რიცხვის 2 მილიონამდე ზრდას ელოდება.

1 ივნისიდან საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება საქართველოც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებული იყო დაეხურა ზამთრის კურორტები, საქართველომ პანდემიის მართვა მოახერხა და ვიზიტორების მისაღებადაც მზად არის.

აღსანიშანვია, რომ ასევე, ქვეყნების შედარებით ეტაპობრივ გახსნას გეგმავენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია.

გერმანიაში სოციალური დისტანცირების შეზღუდვა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ანგელა მერკელმა 29 ივნისამდე გააგრძელა. საფრანგეთში დაშვებულია მხოლოდ საჭირო ვიზიტები და ქვეყნის სტუმრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ, თუკი ისინი ქვეყანაში ვიზიტს 24 ივლისამდე გადაწყვეტენ. ამ ეტაპზე ვიზიტორებისთვის მკაცრ წესებს აწესებს დიდი ბრიტანეთი. ქვეყნის სტუმრებმა 14-დღიანი თვითიზოლაცია უნდა გაიარონ, ხოლო მათ, ვინც წესებს არ დაემორჩილებიან, ჯარიმის სახით 1,218 აშშ დოლარის გადახდა მოუწევთ.