მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი საპრივატიზაციო ობიექტით არის დაინტერესებული ლაშა პაპაშვილი?

5e294071d1f22
სალომე მეცხვარიშვილი
23.01.20 10:38
1832
რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ საპრივატიზაციოდ 100 ობიექტი გამოიტანა. გასაყიდად გამოტანილია ობიექტები საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე მათგანი უკვე გაიყიდა კიდეც.

ბიზნესმენი და კომპანია "რედიქსის" დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ დაინტერესება კონკრეტული ობიექტების შეძენაზე მათი მხრიდანაც არის, თუმცა, ჯერ შესწავლის პროცესი მიმდინარეობს. საუბარია ობიექტებზე ყვარელსა და საგარეჯოში.

“ჩვენი დეველოპინგის სამსახურმა რამდენიმე პროექტი უკვე შემომიტანა და დავავალე, რომ უფრო ღრმად შეისწავლონ. თუ ეს ჰორეკა(Hotel-Restaurant-Cafe) ბიზნესთან კავშირში იქნება, ავამუშავებთ. ერთ-ერთია ყვარელში. ჩვენ იქ უკვე გვაქვს ღვინის და რძის გადამამუშავებელი საწარმო. მეორე ობიექტია საგარეჯოში, თუმცა, მცირე ფერმაა. ჩვენი წარმოწყებული იყო ოდესღაც და საპრივატიზაციო ნუსხაშიც მოხვდა, ვამუშავებთ. საქმე ისაა, რომ ძალიან ახლოს არის დასახლებულ პუნქტთან და სასოფლო-სამეურნეო პროექტისთვის ცოტა რისკიანია, რადგან მეზობლების და მოხმარებელთა უფლებები არ დაირღვეს”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.