მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი საქონლის იმპორტი ხორციელდება ირანიდან?

5e206872b2070
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.20 18:35
3340
2019 წლის 11 თვეში ირანიდან საქართველოში 172.3 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.7%-ით მეტია (2018 წ. იანვარ-ნოემბერი 159.1 მლნ დოლარი). აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს იმპორტირებული საქონლის ღირებულებამ 92.3 მლნ დოლარი შეადგინა, 2016 წელს იმპორტი შემცირდა და 84.5 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2017-2018 წლებში იმპორტირებული საქონლის ღირებულება იზრდებოდა შესაბამისად, 105.1 მლნ დოლარი და 177.7 მლნ დოლარი.

რაც შეეხება საქონლის მოცულობასა და ღირებულებას, რომელიც ირანიდან საქართველოში იქნა იმპორტირებული, 2019 წლის 11 თვის განმავლობაში საქონლის ტოპ 10-ეული ასე გამოიყურება:

• ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები - 47.0 მლნ დოლარი, 139 517 ტონა;
• მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოჭიქურებული - 18.5 მლნ დოლარი, 101 913 ტონა;
• პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 10.9 მლნ დოლარი, 10 212 ტონა;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 9.7 მლნ დოლარი, 18 541 ტონა;
• კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 6.4 მლნ დოლარი, 14 073 ტონა;
• მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით - 6.3 მლნ დოლარი, 28 907 ტონა;
• წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - 5.2 მლნ დოლარი, 11 553 ტონა;
• წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე -4.8 მლნ დოლარი, 11 182 ტონა;
• ნატრიუმის ან კალიუმის ჰიდროქსიდი და პეროქსიდები - 3.1 მლნ დოლარი, 11 675 ტონა;
• მავთული სპილენძისა - 2.9 მლნ დოლარი, 492 ტონა.

ირანიდან ზემოთ ჩამოთვლილი საქონლის იმპორტს ახორციელებდნენ კომპანიები: შპს ნოვა; შპს მოდუსი; შპს ინვესტმენტ კონსალტინგ გრუპ; შპს ბიტუმ კომ; შპს კადე ოილი; შპს "Packworld"; შპს ევროსტილი; შპს ნესა ქო; შპს ჯეოლიდერი; შპს ფოლადის სახლი.