მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სახელისუფლებო გვერდები გააუქმა Facebook-მა და რომელი გაუქმდა საკუთარი ინიციატივით?

5e07511965bac
თელარა გელანტია
28.12.19 16:51
1761
როგორც ცნობილია, 20 დეკემბერს, სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საკუთარი პლატფორმებიდან წაშალა 418 ანგარიში, მათ შორის 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 39 პროფილი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში.

აღნიშნულთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნები“ მიმოხილვას აქვეყნებს.

"ბუნებრივია, საზოგადოების ინტერესის საგანია თუ კონკრეტულად რომელი „ფეისბუქ“ გვერდები იყვნენ ჩართული კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში ხელისუფლების სასარგებლოდ. საკუთარი პოლიტიკიდან გამომდინარე, „ფეისბუქი“ თავს იკავებს 344 გაუქმებული გვერდის ჩამონათვალის გამოქვეყნებისგან. თუმცა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ მონიტორინგის პროგრამებში არსებული „ფეისბუქ“ გვერდების ბაზის ანალიზის შედეგად დაადგინა ნაწილი იმ გვერდებისა, რომელიც უტყუარად არის წაშლილი „ფეისბუქის“ მიერ" - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნების" მიერ იდენტიფიცირებულ გვერდებს და მიმოხილვის სრულ ტექსტს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. 

შეგახსენებთ: „ფეისბუქის“ გამოძიებით გამოვლინდა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები ცდილობდნენ შეენიღბათ საკუთარი ვინაობა, მოქმედებდნენ ურთიერთკოორდინირებულად და დაკავშირებული იყვნენ სარეკლამო სააგენტო - „პანდასთან“ და მმართველ პარტია - „ქართულ ოცნებასთან“. „ფეისბუქი“ საკუთარ განცხადებაში მთავარ აქცენტს აკეთებს კოორდინირებულ გვერდებზე და აღნიშნავს, რომ წაშლილი გვერდები პოზიციონირებდნენ როგორც მედია ორგანიზაციები, თავს ასაღებდნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და სამოქალაქო ორგანიზაციებად. ფეისბუქ გვერდების ადმინისტრატორები და ანგარიშის მფლობელები როგორც წესი, პოსტავდნენ პოლიტიკური სიახლეების შესახებ, არჩევნებთან, სამთავრობო პოლიტიკასთან, საჯარო თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, აკრიტიკებდნენ ოპოზიციას, ადგილობრივ აქტივისტებს და ორგანიზაციებს.

კოორდინირებული სქემით მოქმედი ანონიმური „ფეისბუქ“ გვერდები „სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოექცა. დისკრედიტაციული მიზნით აქტიური გვერდები ორგანიზაციის სოციალური მედიის მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა. „სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ანონიმური დისკრედიტაციული გვერდების, შესახებ ორგანიზაციამ რამდენჯერმე მიაწოდა ინფორმაცია „ფეისბუქს“, რათა პლატფორმას დაედგინა ამ გვერდებს შორის სავარაუდო კოორდინირებული ავთენტური ქცევის არსებობა.

„ფეისბუქის“ გამოყენებით საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მიზნით დისკრედიტაციული და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ მომდევნო სრულყოფილ ანგარიშს და რეკომენდაციებს „სამართლიანი არჩევნები“ გამოაქვეყნებს 2020 წლის იანვრის თვეში.