მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორები დაძლევენ კრიზისს და ვის გაუჭირდება - ზურაბ ლალაზაშვილის მოსაზრება

60201a61207cb
ვიქტორია მღებრიშვილი
07.02.21 20:40
1268
"კომპანიების გაყიდვებში ელექტორონული კომერციის წილი უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდება" - ამის შესახებ Forbes Talks-თან ინტერვიუში BDO საქართველოს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა.

აუდიტორული კომპანიის მმართველი პარტნიორი, რომელიც საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ბიზნესებს კონსულტირებას უწევს, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე იმ სექტორებს ასახელებს, რომლებმაც შექმნილ კრიზისულ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვეს თავი. ლალაზაშვილი საუბრობს იმ დარგების შესახებაც, რომელთაც სირთულეების დაძლევა უფრო გაუჭირდებათ.

„პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე რისკის მატარებელი სექტორი ჰორეკა და ტურიზმთან დაკავშირებული დარგებია, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ვთვლი, რომ ისინი თუნდაც 2019-2018 წლების მაჩვენებელზე დაბრუნებას დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში შეძლებენ. უფრო სამწუხარო ისაა, რომ ბევრ ბიზნესს ეს შეიწირავს, მაგრამ იმედია რომ მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდებიან ბიზნესები, რომლებიც უფრო მდგრადი იქნებიან.

რაც შეეხება ბიზნესებს, რომლებმაც გაუძლეს სირთულეებს, გარდა რითეილერებისა და ფარმაციის სექტორისა, რომლებზეც პანდემიას გავლენა არ მოუხდენია, საინტერესოა რომ მაგალითად მშენებლობა, სადაც შეიძლება ყოფილიყო კლება, ზოგიერთ კომპანიის მაგალითზე კლების ნაცვლად გაყიდვების ზრდა იყო“, - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

BDO საქართველოს მმართველი პარტნიორის შეფასებით, ბიზნესების ნაწილმა არსებულ გამოწვევებსა და მოთხოვნებს სწრაფად აუწყო ფეხი. წარმატებული ბიზნესის მაგალითად ზურაბ ლალაზაშვილს ელექტრონულ კომერციას ასახელებს და ამბობს, რომ ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო განვითრდება.

„ზოგიერთმა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ მოთხოვნებს სწრაფად აუწყო ფეხი, თუმცა ამას მზად და გამართულად მთლიანობაში ძალიან ცოტა კომპანია შეხვდა, მაგალითად e-commerce - ელექტრონული ვაჭრობა, თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია, რომლებიც კომფორტს გვთავაზობენ. ეს ის მიმართულებაა, სადაც ბიზნესებმა უფრო მეტი კონცენტრირება უნდა მოახდინონ იქნება კოვიდი თუ არა. მიმაჩნია, რომ მათ გაყიდვებში ელექტრონული გაყიდვების წილი უახლოესი პერიოდების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზრდება“, - თქვა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა.