24.მაისი .2022 15:05

რომელი სექტორები უკვეთავენ ყველაზე მეტ რეკლამას ტელევიზიებს? - რეიტინგი

რომელი სექტორები უკვეთავენ ყველაზე მეტ რეკლამას ტელევიზიებს? - რეიტინგი
views 850
უკან

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქართული არხების სარეკლამო შემოსავალი 17.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 1.7 მილიონით მეტია. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, არხებს შორის სარეკლამო შემოსავლით #1 ადგილზე ტელეიმედია, რომელმაც 5.4 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო. მთავარი არხის შემოსავალი 2.5 მილიონი ლარი, რუსთავი 2-ის 1.9 მილიონი ლარი, ტვ პირველის კი 1.6 მილიონი ლარი იყო.

რეკლამების კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში #1 ადგილს იკავებდა სპორტის და გართობის (აზარტული თამაშები) კატეგორია შემოსავლების 26%-ის ოდენობით. მეორე პოზიციაზე მედიცინა 13.5%-ით; ინდუსტრია და სერვისები - 12.8%-ით; სასმელები - 11%; საკვები - 7.6%-ით; ჯანმრთელობა (გასაჯნსაღება) და სილამაზე (კოსმეტიკა) - 7.1%; საოჯახო ქიმია - 5.9%; ფინანსები - 3.9%; ტელეკომუნიკაციები - 3%; ელექტროტექნიკა - 2.3%; სხვა - 3.3%.

2022 წლის მარტიდან საქართველოში აზარტული თამაშების რეკლამები აიკრძალა, რაც წელს სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ზომაზე სავარაუდოდ ნეგატიურად აისახება. ეს სფერო სხვადასხვა შეფასებით, წლიურად 30 მილიონამდე ლარის სარეკლამო დროს  ყიდულობდა ყოველწლიურად. 

რაც შეეხება თავად ტელევიზიების მაყურებელთა რაოდენობას, კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ტელევიზიის მაყურებელთა ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი ასაკოვანი მოსახლეობაა.

ასაკობრივ ჭრილში ყურებადობის დონე RTG კოეფიციენტით იანგარიშება, რაც მთლიანი პოპულაციიდან მაყურებელთა პროცენტულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 65+ ასაკობრივ ჯგუფში ტელევიზიის ყურებადობის დონე 30.6%-ია, 55-64 წლამდე ჯგუფში ყურებადობის დონე 26.9%-ია, ხოლო 16-24 წლის ჯგუფში 9.9%.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა