30.სექტემბერი .2019 11:47

რომელი სექტორების წილი შემცირდა მშპ-ში?

views 253
უკან

"საქსტატის" მონაცემებით, აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, 8 თვეში საშუალო ზრდა კი 5% იყო.

საერთო მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, რამდენიმე სექტორში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ეს გახლავთ სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორები.

"რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, აგვისტოში ამ მიმართულებით შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. 50%-ით შემცირდა ფეროს სილიკო მანგანუმის ექსპორტი.

რაც შეეხება სამთო-მოპოვებით სექტორში შემცირების მიზეზებს, ეს უკავშირდება ლითონის მადნების მოპოვების მოცულობის შემცირებას. ასევე ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის წარმოების და განაწილების სექტორში შეინიშნებოდა შემცირება, რომლის გამომწვევ მიზეზებს შორისაა თბოელექტროსადგურების მიერ ნაკლები ელექტროენერგიის წარმოება, 8%-ით არის შემცირებული გამოშვება, თუმცა მოხმარება გაზრდილია, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივის ჩანაცვლება მოხდა იმპორტირებულით. 20%-ით გაიზარდა დაახლოებით ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებელი აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით", - აღნიშნა "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, თოდრაძის თქმით, 2019 წლის 8 თვეში საწვავის ექსპორტი გაზრდილია 12,4%-ით და 2,4 მლრდ აშშ დოლარს უტოლდება, იმპორტის მაჩვენებელი 4,4%-ით შემცირდა და 5,7 მლრდ დოლარის ფარგლებშია.

ასევე, ყოველთვიური გაანგარიშებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-ით გაიზრდა და დაახლოებით, 7,3 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ახლადდარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას, წინა წელთან შედარებით, სახეზე გვაქვს 24%-იანი შემცირება. 3300-მდე ახალი ეკონომიკური სუბიექტი დარეგისტრირდა აგვისტოში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა