მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სექტორი შეინარჩუნებს შედარებით მდგრადობას COVID-19-ის მიუხედავად? - TBC Research

5ebe4fffe284d
შოთა ტყეშელაშვილი
14.05.20 20:41
1574
COVID-19-ის კრიზისი ეკონომიკის ყველა სფეროზე თანაბრად არ ახდენს გავლენას. გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ყველაზე მეტად ტურისტული და საავიაციო სექტორები ზარალდებიან. “თიბისი კაპიტალის” მიერ დღეს წარდგენილი კვლევის მიხედვით, არსებული კრიზისი ყველაზე ნაკლებ ზიანს სავარაუდოდ კომუნიკაციების სექტორს - მობილურ და ინტერნეტ პროვაიდერებს მიაყენებს. ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის მთავარ გამოწვევას არა მომხმარებელთა რაოდენობის შემცირება, არამედ მათ მიერ აღებული მნიშვნელოვანი სასესხო ვალდებულებების გაძვირება წარმოადგენს, რაც ლარის კურსის მერყეობასთან არის დაკავშირებული.

ტელეკომი 5%-იანი მოსალოდნელი ზრდა დისტანციურ კომუნიკაციაზე მზარდი მოთხოვნის გამო


პოზიტიური ფაქტორები
• მეტი ვიდეო-კონფერენცია და სტრიმინგი უკეთეს პაკეტებზე მოთხოვნას ზრდის
• მობილური ინტერნეტის აბონენტების და მოხმარების ზრდა გაგრძელდება
• შინ გატარებული დრო ტელემაუწყებლობის ტრანზიტის ზრდას გამოიწვევს ნეგატიური ფაქტორები
• სეზონური მოთხოვნა მცირდება ტურიზმის კლების შედეგად
• შესაძლოა მომსახურების შეფერხებები გაზრდილი მოხმარების პირობებში
• ლარის გაუფასურება კაპიტალურ, საოპერაციო და საპროცენტო ხარჯს გაზრდის
• მობილური მომსახურების დაახ. 35% სეზონურობით ხასიათდება
• როუმერებისგან შემოსავალი ტურიზმზეა დამოკიდებული
• ტრაფიკს ზაფხულში ვიზიტორები და ადგილობრივი დამსვენებლები ზრდიან
• ტურიზმის შემცირების ეფექტს წლის მანძილზე სექტორში ჯამურად გაზრდილი მოთხოვნა გადასწონის

“თიბისი კაპიტალის” საბაზო სცენარით, 2020 წელს ეკონომიკის 4.5-5.5%-იანი კლებაა ნავარაუდევი. 2020 წლის მეორე კვარტლის მკვეთრი ვარდნის შემდგომ კი ეტაპობრივი აღდგენა და 2021 წელს 4-5%-ის ფარგლებში ზრდა არის მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავლების 65%-იან შემცირებას პროგნოზირებს, სექტორში აქტივობა მეორე კვარტლის შემდგომ დაიწყება და 2019 წლის დონის დაბრუნებას დაახლოებით 1.5 წელი დასჭირდება.