“საპარტნიორო ფონდში” იმედოვნებენ, რომ მთავრობა ფონდის ფორმირების კანონპროექტზე მუშაობას მალე დაასრულებს და პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, იგეგმება “საპარტნიორო ფონდის” ბალანსიდან "საქართველოს რკინიგზის" და გაზისა და ნავთობის კორპორაციის" გაყვანა, მაგრამ დაკონკრეტებული არაა, ვის ბალანსზე გადავა ორი სახელმწიფო კომპანია.
“მივესალმებით ფაქტს, რომ დღევანდელი მთავრობისთვის ეს საკითხი პრიორიტეტულია. ფონდის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მის მფლობელობაში არსებული სახელმწიფო კომპანიების გადაცემა შესაბამისი სტრუქტურებისთვის. ბოლო პერიოდში ენერგეტიკული ობიექტები უკვე გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ამ დროისათვის ფონდის მფლობელობაში დარჩა „საქართველოს რკინიგზა“ და „გაზისა და ნავთობის კორპორაცია“, რომელთა გადაცემაც ასევე იგეგმება, თუმცა ამ სახელმწიფო კომპანიების მასშტაბურობიდან გამომდინარე, არის მთელი რიგი საკითხები, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, სახელმწიფო გავიდეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოდან და ის დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირებით, რაც ფონდს მეტ მოქნილობას მისცემს. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდის“, როგორც უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტის რეფორმირება ეფექტიანი საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროებს ფონდის საქმიანობის შესახებ კანონში მნიშვნელოვან ცვლილებებს. შესაბამისად, არსებულის გაუქმება და ახალი კანონპროექტის შემუშავება გადაწყდება თუ უკვე არსებულ კანონში ცვლილებების შეტანა - ამის შესახებ მსჯელობა და სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. მნიშვნელოვანი ეტაპები უკვე გავლილია, ასე რომ ვიმედოვნებთ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მალე ჩამოყალიბდება და გადაეცემა პარლამენტს განსახილველად”, - აცხადებენ “საპარტნიორო ფონდში”.
“საპარტნიორო ფონდი” გავრცელებულ განცხადებაში იმ მიმართულებებზეც საუბრობს, რაზეც მუშაობა სურთ, რათა დღეს “არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს უპასუხონ”.
„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ქვეყანაშია, ფონდისთვის პრიორიტეტული ექსპორტზე ორიენტირებული და მაღალტექნოლოგიური საწარმოების დაფინანსება უნდა გახდეს, რომელთა დაფინანსების წყაროებს ფონდი თავად მოიზიდავს. ასევე, უმნიშვნელოვანესია, ფონდს ჰქონდეს მეტი მოქნილობა იმისათვის, რომ ინვესტორებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით, განავითაროს ეკონომიკის ის დარგები და მიმართულებები, რომლებიც დღეს ინვესტიციების ნაკლებობას განიცდის, ან საერთოდ არ არის დაფინანსებული. შესაბამისად, „საპარტნიორო ფონდმა“, როგორც სახელწიფო საფინანსო ინსტიტუტმა, უნდა უპასუხოს ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებულ გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი მუშაობისთვის კი საჭიროა მისი რეფორმირება”, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 20 ივნისს, ცნობილი გახდა რომ მთავრობა საპარტნიორო ფონდის შესახებ კანონის გაუქმებას აპირებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი