23.მაისი .2020 11:40

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი რჩება - სრული ჩამონათვალი

views 1429
უკან

მთავრობის ადმინისტრაცია იმ შეზღუდვების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც მოიხსნა, ან რჩება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ.

  • მოიხსნა შემდეგი შეზღუდვები:
  • მოიხსნა ავტომობილით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილების შეზღუდვა, გარდა ტაქსით გადაადგილებისა.
  • მოიხსნა ე.წ. კომენდანტის საათი.
  • დაშვებული გახდა ყველა ეკონომიკური საქმიანობა, გარდა:
  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურებისა;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობისა (დასაშვებია „ონლაინ“);
  • სავაჭრო ცენტრებისა (ე. წ. მოლები) და ბაზრობების ფუნქციონირებისა (გარდა ღია ტიპის აგრარული ბაზრობებისა);
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარებისა;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობებისა;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობისა.
  • დასაშვები გახდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეკრება და მანიფესტაცია.
  • დასაშვები გახდა უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად (ფიზიკურად), ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
  • გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გახდა სარეკომენდაციო ხასიათის.
  • მოიხსნა სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.

დარჩენილი შეზღუდვები:

  • შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
  • შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
  • შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით.
  • ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
  • ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
  • სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.
  • კულტურული ღონისძიების ჩატარება დაშვებულია მხოლოდ დისტანციური ფორმით.
  • შეზღუდული რჩება ყველა ტიპის მასობრივი სპორტული ღონისძიება, მათ შორის, შეჯიბრი, სასწავლო-საწვრთნელი პროცესი/შეკრება, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სპორტის თემასთან დაკავშირებული ყველა ტიპის ტრენინგი, სემინარი ან/და კონფერენცია, გარდა დისტანციური ფორმისა.
  • იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა, რომელიც დაკავშირებულია სოციალურ ღონისძიებებთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.).
  • დახურულ საჯარო სივრცეში ყველა პირი ვალდებულია, ატაროს პირბადე.
  • შეზღუდული დარჩა შემდეგი ეკონომიკური საქმიანობები:
  • რესტორანში, ბარში, კაფესა და ნებისმიერი სახის სასადილოში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობა (დასაშვებია „ონლაინ“);
  • სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები) და ბაზრობები (გარდა ღია აგრარული ბაზრობებისა);
  • სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება;
  • სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურა/აქტივობები;
  • ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა.
  • ეკონომიკური საქმიანობები, გარდა გამონაკლისებისა, უნდა განხორციელდეს დისტანციურად, რაც გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან, თუმცა ოფისში არაუმეტეს 10 პირის დაშვებით.
  • სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.
  • ყველა ეკონომიკური საქმიანობა უნდა განხორციელდეს, ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, არანაკლებ 2 მეტრის სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.
  • საკარანტინო ზონებად რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, ასევე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა