მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სოციალური პლატფორმა ინახავს მომხმარებლების პირად ინფორმაციას ყველაზე ცუდად?

605ca1d6d960e
ნათია თაქთაქიშვილი
25.03.21 23:18
1329
ანალიტიკური პორტალი Statista იმ სოციალური პლატფორმების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ყველაზე ცუდად ინახავენ მომხმარებლის ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ყველაზე ხშირად უზიარებენ მას მესამე პირს.

Statista-მ სოციალური პლატფორმების ჩამონათვალი pCloud-ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა, რომლის მიხედვით მომხმარებლების კონფიდენციალურობას ყველაზე უკეთ Twitter-ი იცავს, ხოლო ყველაზე ცუდად - Instagram-ი.

როგორც კვლევამ აჩვენა, პირადი მონაცემების მესამე პირებზე გაზიარებას არც Facebook-ი და LinkedIn-ი ერიდებიან.

იმ სოციალური პლატფორმების რეიტინგი, რომლებიც ყველაზე ცუდად ინახავენ მომხმარებლების პირად მონაცემებს, შემდეგია:

1. Instagram
2. Facebook
3. Linkedin
4. UberEats
5. Toutube
6. Ebay
7. TikTok
8. Reddit
9. Snapchat
10. Spotify
11. Tinder
12. Twitter.