მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ტურისტული პროექტები ხორციელდება აჭარაში და რა ეტაპზეა ისინი?

6391e15fc238d
ვიქტორია მღებრიშვილი
09.12.22 00:05
861
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია რეგიონში მიმდინარე ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტურისტული ატრაქიცები და ლოკაციები სათავგადასავლო, ექსტრემალური და ეკოტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

„აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს“, - ნათქვამია აჭარის ა/რ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

რაც შეეხება პროექტებს, ესენია:

• ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა, ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. განახლებული ბილიკით სარგებლობას ტურისტები შემდეგი წლის ზაფხულში შეძლებენ;

• ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება;



• ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის რეგიონში კანიონინგის ორი ტურისტული მარშრუტი მოეწყო: უჩხოსა და კაპნისთავის კანიონზე ტურისტებს კასაკდოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებისა და ულამაზესი ხეობების დალაშქვრის საშუალება აქვთ. კანიონგთან ერთად ვიზიტორებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრებიც მასპინძლობს. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ასევე ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე მოეწყო;



• სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით მთიან აჭარას საფეხმავლო - საველოსიპედე ბილიკი შეემატა. 5-კილომეტრიან ბილიკზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან აკავშირებს, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც მარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, საპიკნიკეების, ველოპარკინგის, მოწყობას ითვალისწინებს;


• ჩირუხის ორზოლიანი ზიპლანია. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ადმინისტრაციის ცნობით ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს;

• ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა შემდეგ წელს დაიწყება. უკვე მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც ხეობაში გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ამფითეატრის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი იქნება შესაძლებელი.