12.მაისი .2021 13:12

რომელი ვაქცინებით იცრებიან და მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი რეგიონის ქვეყნებში?

რომელი ვაქცინებით იცრებიან და მოსახლეობის რა ნაწილია აცრილი რეგიონის ქვეყნებში?
views 798
უკან

12 მაისის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ 71,570 ადამიანია აცრილი, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1.9%-ია. საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, რის შემდეგაც ვაქცინაციის პროცესს Pfizer-ის ვაქცინაც დაემატა. იმუნიზაციის პროგრამამ შედარებით მაღალი ტემპი 4 მაისიდან ანუ Sinopharm-ის ვაქცინის დანერგვიდან აიღო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ვაქცინით სულ 4,433 მოქალაქე აიცრა. საქართველოს მთავრობა Sinovac-ის ვაქცინის გამოყენების თაობაზეც მსჯელობს; აღნიშნულ ვაქცინას, ჯერჯერობით, WHO-ს ავტორიზაცია არ გააჩნია.

როგორია ვითარება რეგიონის ქვეყნებში:


აზერბაიჯანში ამ დრომდე 1,705,906 ვაქცინაცია გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია 18 იანვარს, ჩინური წარმოების Sinovac-ის ვაქცინით დაიწყო. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აცრილია 1,009,487 მოქალაქე, მათ შორის ორჯერადად 696,419 ადამიანი აიცრა. შესაბამისად, სრულად ვაქცინირებულია ქვეყნის მოსახლეობის 7%.

სომხეთში ამ დრომდე 10,727 ვაქცინაცია გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია რუსული წარმოების Sputnik V-ის ვაქცინით, ასევე COVAX-დან მიღებული Astrazeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. მთლიანობაში ამ დრომდე მოსახლეობის 0.3%-ზე ნაკლები არის აცრილი. 30 აპრილს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში “სამარცხვინოდ ცოტა” ადამიანი იყო აცრილი.

რუსეთში ამ დრომდე 19,800,000 ვაქცინაცია გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი ძირითადად ადილობრივი წარმოების Sputnik V-ის მეშვეობით მიმდინარეობს. Bloomberg-ის მონაცემებით, ამ დროისთვის სრულად აცრილია მოსახლეობის 5.2%.

თურქეთში ამ დრომდე 25,284,807 ვაქცინა გაკეთდა. ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი იანვარში დაიწყო და ის, ძირითადად, Sinovac-ის წარმოების CoronaVac-ით მიმდინარეობს. ქვეყანაში ორჯერადად აცრილი მოსახლეობის წილი 12.7%-ია. მიმდინარე კვირაში თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ რუსეთთან 50 მილიონ დოზა Sputnik V-ის შესყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა