მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია 10 ყველაზე ინტელექტუალური ქვეყანა Forbes-ის მიხედვით

601bf9055c455
ნათია თაქთაქიშვილი
04.02.21 23:20
2891
ამერიკული Forbes-ი მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალური ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს. გამოცემამ ინტელექტუალური ქვეყნების სია ინტელექტის კოეფიციენტის დონის(IQ) და მიღებული ნობელის პრიზების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრა.

გამოცემა წერს, რომ მიღებული ნობელის პრიზების რაოდენობის მიხედვით აშშ ლიდერობს, ქვეყანას ჯამში 368 ნობელის პრიზი აქვს მიღებული, მას მოჰყვება დიდი ბრიტანეთი - 132 პრიზით, ხოლო მესამე ადგილზეა გერმანია - 107 პრიზით.

რაც შეეხება ქვეყნების ჩამონათვალს ინტელექტის კოეფიციენტის დონის მიხედვით, აქ სინგაპური ლიდერობს, სადაც IQ-ს დონე 107.1 ქულით შეფასდა, მას მოჰყვება ჩინეთი - 105.8 ქულით, ხოლო მესამე ადგილზეა ჰონგ-კონგი - 105.7 ქულით.

10 ყველაზე ინტელექტუალური ქვეყანა ნობელის პრიზების რაოდენობის მიხედვით:

1.აშშ - 368 ნობელის პრიზი
2.დიდი ბრიტანეთი - 132 ნობელის პრიზი
3.გერმანია - 107 ნობელის პრიზი
4.საფრანგეთი - 67 ნობელის პრიზი
5.შვედეთი - 30 ნობელის პრიზი
6.იაპონია - 26 ნობელის პრიზი
6.შვეიცარია - 26 ნობელის პრიზი
7.რუსეთი - 23 ნობელის პრიზი
7.კანადა - 23 ნობელის პრიზი
8. ავსტრია - 21 ნობელის პრიზი
9. ნიდერლანდები - 20 ნობელის პრიზი
9. იტალია - 20 ნობელის პრიზი
10. დანია - 14 ნობელის პრიზი

10 ყველაზე ინტელექტუალური ქვეყანა IQ-ს დონით:

1.სინგაპური - 107.1 ქულა
2.ჩინეთი -105.8 ქულა
3.ჰონგ-კონგი - 105.7 ქულა
4.ჩრდილოეთ კორეა - 104.6 ქულა
4.ტაივანი - 104.6 ქულა
5.იაპონია - 104.2 ქულა
6.ფინეთი -100.9 ქულა
7.კანადა - 100.4 ქულა
7.ნიდერლანდები - 100.4 ქულა
8.ლიხტენშტეინი - 100.3 ქულა
9.შვეიცარია - 100.2 ქულა
10.მონღოლეთი - 100 ქულა