მოგზაურობის და ტურიზმის მსოფლიო საბჭომ (WTTC) ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ქალაქების რეიტინგი გამოავლინა. როგორც სიიდან ირკვევა, 2022 წელს ტურისტულად ყველაზე ძლიერი და შემოსავლიანი ამ კუთხით საფრანგეთის დედაქალაქი - პარიზი იყო, რომელიც ცნობილია მოდით, ხელოვნებითა და სამზარეულოთი.
WTTC-მა, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული სამოგზაურო ინდუსტრიის წარმომადგენელი არაკომერციული ორგანიზაციაა, 2022 წლის ტურიზმის მონაცემები გააანალიზა, და დაითვალა, მოგზაურები გასულ წელს სად ხარჯავდნენ ყველაზე მეტ თანხას. ასევე, თუ რა წილს იკავებს მშპ-ში ტურიზმით დაგენერირებული თანხები. მათი მონაცემით, პარიზმა ტურიზმით 2022 წელს $36 მლრდ მიიღო.
თუმცა სრული რეიტინგი მხოლოდ ამის მიხედვით არ შეუდგენიათ, ანალიტიკოსებმა გაითვალისწინეს სხვა ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად თუ რამდენს ხარჯავს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობა, ასევე ბიზნესი ქალაქების, როგორც ტურისტული მიმართულების განვითარებაში. ასე მაგალითად, პირველ ადგილზე გასული პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, რის გამოც, საჭირო ინფრასტრუქტურის დაახლოებით 5% ახალი იქნება, ამისთვის კი უამრავი თანხა იხარჯება. გარდა ამისა, ქალაქი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხითაც ემზადება, რაც ასევე ფულადი რესურსის ინვესტირებას მოითხოვს.
რაც შეეხება TOP-ათეულში შემავალ დანარჩენ ქალაქებს, რეიტინგი მათ მიერ ტურიზმით დაგენერირებული თანხების მიხედვით, ასე გამოიყურება:
1. პარიზი, საფრანგეთი ($35.65 მლრდ)
2. პეკინი, ჩინეთი ($32.62 მლრდ)
3. ორლანდო, ფლორიდა, აშშ ($31.1 მლრდ)
4. შანხაი, ჩინეთი ( $29.69 მლრდ)
5. ლას-ვეგასი, ნევადა, აშშ ($22.99 მლრდ)
6. ნიუ-იორკი, აშშ ($21.09 მლრდ)
7. ტოკიო, იაპონია ($17.97 მლრდ)
8. მეხიკო, მექსიკა ( $16.76 მლრდ)
9. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი ($14.92 მლრდ)
10. გუანჯოუ, ჩინეთი ($13.15 მლრდ).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი