მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი?

608036bfe603a
ნათია თაქთაქიშვილი
22.04.21 00:35
765
Statista.com-ი ანალიტიკურ კომპანია CB Insights-ის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპის ჩამონათვალს აქვეყნებს. სიის სათავეში TikTok-ის მფლობელი კომპანია Bytedance-ია. აღნიშნული სტარტაპის საბაზრო ღირებულება ამჟამად 140 მილიარდი აშშ დოლარია.

TikTok-ის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი ფინანსური კომპანია Stripe-ია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადასახადები ციფრულად  PayPal-ის მეშვეობით გადაიხადონ. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 95 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოში ცნობილი მილარდერის ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ია, აღნიშნული სტარტაპის საბაზრო ღირებულება 74 მილიარდი აშშ დოლარია.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ 20 აპრილის მდგომარეობით, 650-ზე მეტი სტარტაპია რომელთა კაპიტალიზაციაც 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო სტარტaპის ჯამური ღირებულება 2.2 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება.

TOP-10 ყველაზე ძვირად ღირებული სტარტაპი შემდეგია:

1. Bytedance – 140 მილირდი აშშ დოლარი
2. Stripe – 95 მილიარდი აშშ დოლარი
3. SpaceX –74 მილიარდი აშშ დოლარი
4. Didi Chuxing – 62 მილიარდი აშშ დოლარი
5. Instacart– 39 მილიარდი აშშ დოლარი
6. Uipath– 35 მილიარდი აშშ დოლარი
7. Klarna– 31 მილიარდი აშშ დოლარი
8. Epic Games–28.7 მილიარდი აშშ დოლარი
9. Databricks– 28 მილიარდი აშშ დოლარი
10.Rivian– 27.6 მილიარდი აშშ დოლარი.