მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი?

6022c2b9c070f
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.21 00:30
791
Statista.com-ი ანალიტიკურ კომპანია CB Insights-ის მონაცემებზე დაყრდნობით მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპის ჩამონათვალს აქვეყნებს. სიის სათავეში TikTok-ის მფლობელი კომპანია Bytedance-ია. აღნიშნული სტარტაპის საბაზრო ღირებულება ამჟამად 140 მილიარდი აშშ დოლარია.

TikTok-ის შემდეგ ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი ჩინური ტაქსების გამოძახების აპლიკაცია DIDI-ია, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 62 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მესამე ადგილზე მსოფლიოში ცნობილი მილარდერის ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ია, აღნიშნული სტარტაპის საბაზრო ღირებულება 46 მილიარდი აშშ დოლარია.

TOP 10 ყველაზე ძვირადღირებული სტარტაპი:

1. Bytedance – 140 მილირდი აშშ დოლარი
2. Didi Chuxing – 62 მილიარდი აშშ დოლარი
3. SpaceX – 46 მილიარდი აშშ დოლარი
4. Stripe – 36 მილიარდი აშშ დოლარი
5. UiPath – 35 მილიარდი აშშ დოლარი
6. Roblox – 29.5 მილიარდი აშშ დოლარი
7. Databrix – 28 მილიარდი აშშ დოლარი
8. Rivian – 27.6 მილიარდი აშშ დოლარი
9. Nubank – 25 მილიარდი აშშ დოლარი
10. Kuaishou – 18 მილიარდი აშშ დოლარი.