მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია საქართველოში ყველაზე ხშირად იმპორტირებული მანქანები? - TOP-5 ბრენდი

60fbe8ebe545c
ლიკა გურაბანიძე
25.07.21 00:00
1563
2021 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მსუბუქი ავტომობილების სახით იყო წარმოდგენილი, რომლის იმპორტმა 309.2 მლნ დოლარი და მთელი იმპორტის 8.9% შეადგინა.

2021 წელს წინა წელთან შედარებით, ავტოპარკის შემადგენლობა 5%-ით, ხოლო მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5.1% გაიზარდა.

იმპორტირებული მსუბუქი ავტომანქანების TOP-5 მარკა შემდეგია: "ტოიოტა", "ფორდი", "მერსედეს ბენცი", "ჰიუნდაი" და "ჰონდაა".

საქართველოში მომხმარებლები დაბალი შემოსავლების ფონზე, ძირითადად მეორად ავტომობილებს ყიდულობენ, თუმცა მსხვილია პირველადი ბაზრის და ოფიციალური დილერების შემოსავლებიც, რომლებიც მოქალაქეებთან ერთად, ავტომობილებს კორპორატიულ სექტორზე ყიდიან.

2019 წელს კომპანიების შემოსავალი ავტომობილების, სერვისის და ნაწილების გაყიდვიდვებიდან ასე გამოიყურება:

“შპს თეგეტა მოტორსი” - 630 021 000 ლარი;
“ჯი-თი გრუპ” - 270 352 443 ლარი;
Mercedes-Benz Georgia (შპს აკა) - 68 241 000 ლარი;
“შპს იბერია ბიზნეს ჯგუფი” - 66 952 450 ლარი;
“შპს ომეგა მოტორსი” (BMW) - 11 962 087 ლარი.