მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია სმარტფონის მწარმოებელი ტოპ ბრენდები?

6082b43f52e41
თათია კაკიაშვილი
23.04.21 23:27
1241
გასულ წელს ბევრმა ინდუსტრიამ დიდი დარტყმა მიიღო და გამონაკლისი არც სმარტფონების ბაზარი ყოფილა - 2020 წელს სმარტფონების გაყიდვები მსოფლიოში 12%-ით შემცირდა. თუმცა, ამის მიუხედავად, გლობალური ბრენდების ხუთეულში შემავალმა ორმა კომპანიამ - Apple-მა და Xiaomi-მ - გაყიდვების ზრდა განიცადა.

Visual Capitalist-ის ცნობით, Samsung-ი სმარტფონების საუკეთესო მწარმოებლად რჩება. 2020 წელს კომპანიაში წარმოებული სმარტფონების გაყიდვების წილი მსოფლიო ბაზრის 19%-ს იკავებდა, ეს მაჩვენებელი კი თითქმის 2019 წლის იდენტურია. Samsung-ს Apple მოჰყვება, რომელიც Huawei-ის მიერ წარმოებული მობილური ტელეფონების გაყიდვებსაც აჭარბებს. ანალიტიკოსების თქმით, Apple-ის მსგავსი დაწინაურება 2020 წლის ოქტომბერში iphone 12-ის გამოშვებას უკავშირდება.

ანალიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ სმარტფონების გაყიდვებისთვის მომავალი იმედისმომცემია და ეს პროგრესი წელს უკვე თვალსაჩინო იქნება - ანალიტიკოსები გასულ წელთან შედარებით, სმარტფონების გაყიდვებში 11.4%-იან ზრდას პროგნოზირებენ, ეს კი იმ მთავარი მიზეზით იქნება განპირობებული, რომ მომხმარებლებისთვის ახალი მოწყობილობები თანდათან უფრო ხელმისაწვდომი გახდება.