მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები საქართველოში აფთიაქების მიხედვით

61ad9b306823d
თათია კაკიაშვილი
07.12.21 00:00
2147

სამ სააფთიაქო ქსელში - PSP-ში, „ავერსსა“ და „ჯიპისიში“ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ათეული,  ნოემბერში, აფთიაქების ყველაზე ხალხმრავალ ფილიალებში გაყიდული მედიკამენტების მიხედვით შეირჩა. ამასთან, სააფთიაქო ქსელ „ჯიპისიში“ განმარტეს, რომ მედიკამენტების ღირებულება ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე არ შეცვლილა. მიზეზი კი ისაა, რომ თავად მწარმოებელს არ შეუცვლია ფასი, ხოლო ლარის კურსს ფასის ცვლილება არ გამოუწვევია.

რაც შეეხება ტოპ მედიკამენტებს, გთავაზობთ PSP-ს, „ავერსის“ და „ჯიპისის“ ყველაზე მოთხოვნადი წამლების ათეულს:

PSP:

1. აუგმენტინი - 27,35ლ
2. ბეტალოკი - 36,3 ლ
3. ვანსეარი - 89,25 ლ
4. კოპლავიქსი - 77,00 ლ
5. კრესტორი - 166,00 ლ
6. ნებილეტი - 25,35 ლ
7. პუროქსანი - 57,27 ლ
8. როცეფინი - 28,00 ლ
9. ტრიპლიქსამი - 69,20 ლ
10. ქსარელტო - 203,85 ლ

“ავერსი“:
1. კორსიზი - 1,97 ლ
2. დეტრალექსი - 64,2 ლ
3. ნო-შპა - 19,6 ლ
4. კარდიომაგნილი - 14,8 ლ
5. ნიმესილი - 22,2 ლ
6. ტრიპლიქსამი - 69,2 ლ
7. ქსარელტო - 262,65 ლ
8. ამრადიპინი - 46,75 ლ
9. სიოფორი - 11,55 ლ
10. დიაბეტონი - 22,25 ლ

„ჯიპისი“:
1. ნიმესილს - 22,2 ლ
2. ნო-შპას - 19,6 ლ
3. შპრიცს - 0,2 ლ
4. კორსიზს - 19,7 ლ
5. ციტრამონს - 0,6 ლ
6. კარდიომაგნილს - 14,8 ლ
7. ტერაფლუს - 26,2 ლ
8. პირბადეს - 0,2 ლ
9. ხელთათმანს - 0,95 ლ
10. ლეიკოპლასტირს - 0,45 ლ

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე სააფთიაქო ქსელში ლოიალური მომხმარებლის ბარათით და ასევე, ფასდაკლების დღეებში წარმოდგენილი მედიკამენტების შეძენა შედარებით დაბალ ფასადაა შესაძლებელი.