მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ბანკებმა გამოიმუშავეს ყველაზე დიდი მოგება? - რეიტინგი

62eb9e7b0358b
შოთა ტყეშელაშვილი
04.08.22 14:37
4939
საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის პირველი ნახევრის ფინანსური ანგარიშგებები გაასაჯაროვეს. სებ-ისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ ქვეყნის საბანკო სექტორის აქტივების ზომა 64.1 მილიარდ ლარს შედგენს, რაც წინა წელთან შედარებით 8.5 მილიარდი ლარით, ანუ 15%-ით მეტია.

ბანკებში არსებული სესხების ზომა 43.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით მეტია. ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბანკებმა ჯამში 838 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. სექტორის მოგება იქნებოდა გაცილებით მეტი, რომ არა “ვითიბი ბანკის” ზარლი, რაც 91.5 მილიონ ლარს შეადგენდა.

მოგებით #1 ადგილზეა “თიბისი ბანკი”, რომელმაც 430.6 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. მეორე ადგილს იკავებს “საქართველოს ბანკი”, რომლის მოგებაც 368.7 მილიონ ლარს შეადგენდა. მთლიანობაში ორ უმსხვილეს ბანკზე სექტორის მოგების 95% მოდის.