მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელმა ქვეყნებმა გაიღეს ყველაზე მეტი თანხა კოვიდ-ვაქცინის შესაქმნელად?

6064696bb29b7
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.21 00:10
520
აშშ-ი და გერმანია სწორედ ის ქვეყნები არიან, რომლებმაც ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი დახარჯეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე, - ამის შესახებ იმ კვლევებიდან გახდა ცნობილი, რომელიც ჟენევის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კვლევების მიხედვით, ორივე ქვეყანამ ჯამში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმენლად 3.7 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო. აშშ-მა 2.2 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, ხოლო გერმანიამ - 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.

აშშ-სა და გერმანიის შემდეგ მესამე ადგილს დიდი ბრიტანეთი იკავებს. გაერთიანებულმა სამეფომ 500 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა ვაქცინის შექმნაზე.

კვლევების მიხედვით, აღნიშნული თანხების ძირითადი მიმღებები არიან შემდეგი ფარმაცევტული კომპანიები: Moderna, Johnson & Johnson-ი, BioNTech/Pfizer-ი, CureVac-ი და ოქსფორდის უნივერსიტეტი.